ავეჯის კონსულტანტი

ლითენ თრი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 5 სექ
განაცხადების ვადა: 5 ოქტ

ავეჯის ქართული საწარმო " Litten Tree " აცხადებს ვაკანსიას ავეჯის კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ გაქვთ გაყიდვების გამოცდილება, გიყვართ მომხმარებელთან ურთიერთობა, დაინტერესებული ხართ ინტერიერისა და ავეჯის სფეროთი და გსურთ პროფესიული განვითარება სტაბილურ სამუშაო გარემოში, გელით ჩვენს გუნდში.

სამუშაო ადგილი: თბილისი, თ. ერისთავის ქ. №26

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის კეთილგანწყობილი დახვედრა და საჭიროებების განსაზღვრა;
  • მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ სრულყოფილი და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებლის დახმარება მის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტის შერჩევაში;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
  • პროდუქციისა და მიმდინარე შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ფლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • ავეჯის, ინტერიერის ან მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

როგორი გუნდის წევრი გვჭირდება:

ჩვენთვის პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად მნიშვნელოვანია პიროვნული თვისებები და სამუშაო მიდგომაც. ვეძებთ ადამიანს, რომელიც:

  • კრეატიულად აზროვნებს და ღიაა ახალი იდეების მიმართ;
  • ავლენს ინიციატივას და აქვს განვითარების სურვილი;
  • ეფექტურად თანამშრომლობს გუნდთან;
  • პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს, არის ორგანიზებული და პუნქტუალური;
  • გამოირჩევა კომუნიკაციის კარგი უნარებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.

რას გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარებისა და ახალი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ გუნდურ გარემოს;
  • პროფესიონალურ და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ სამუშაო კულტურას;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას და დამატებით საბონუსე სისტემას.

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად + საბონუსე სისტემა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: . ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "ავეჯის კონსულტანტი".

გაყიდვებიკომუნიკაციაინგლისური ენარუსული ენამომხმარებელთა მომსახურება