დაწყებითი კლასის დამხმარე მასწავლებელი

მწვანე სკოლა
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 6 Oct
Application deadline: 5 Nov

" მწვანე სკოლა-ტყის კამპუსი " ეძებს დაწყებითი კლასის დამხმარე მასწავლებელს , რომელიც იზრუნებს მოსწავლეთა კეთილდღეობაზე, ყოველდღიური სასკოლო ცხოვრების ორგანიზებასა და მეგობრული გარემოს შექმნაზე.

სამუშაო აღწერა:

  • მოსწავლეთა ყოველდღიური რუტინის ორგანიზება და მათი მხარდაჭერა შესვენებების, კვებისა და სასკოლო აქტივობების დროს;
  • ბავშვების უსაფრთხოებასა და ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი საჭიროებების შემჩნევა;
  • მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ხელშეწყობა და უთანხმოების დიალოგით მოგვარებაში დახმარება;
  • ბავშვებში დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობისა და კლასის შეთანხმებების დაცვის წახალისება;
  • სკოლის გუნდთან თანამშრომლობა და მშობლებთან კომუნიკაცია.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება — სასურველია განათლების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და 10-11 წლის მოსწავლეთა ასაკობრივი საჭიროებების ცოდნა;
  • ემპათია და ბავშვებთან პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი;
  • გუნდური მუშაობისთვის მზაობა.

სამუშაო დრო: 09:00-18:00

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება:

ბავშვებთან მუშაობაემპათიაგუნდური მუშაობაკომუნიკაციაფსიქოლოგია