დაწყებითი კლასის დამხმარე მასწავლებელი
მწვანე სკოლა მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 6 ოქტ
განაცხადების ვადა: 5 ნოე
გამოცდილების დონე: დამწყები
" მწვანე სკოლა-ტყის კამპუსი " ეძებს დაწყებითი კლასის დამხმარე მასწავლებელს , რომელიც იზრუნებს მოსწავლეთა კეთილდღეობაზე, ყოველდღიური სასკოლო ცხოვრების ორგანიზებასა და მეგობრული გარემოს შექმნაზე.
სამუშაო აღწერა:
- მოსწავლეთა ყოველდღიური რუტინის ორგანიზება და მათი მხარდაჭერა შესვენებების, კვებისა და სასკოლო აქტივობების დროს;
- ბავშვების უსაფრთხოებასა და ემოციურ კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი საჭიროებების შემჩნევა;
- მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ხელშეწყობა და უთანხმოების დიალოგით მოგვარებაში დახმარება;
- ბავშვებში დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობისა და კლასის შეთანხმებების დაცვის წახალისება;
- სკოლის გუნდთან თანამშრომლობა და მშობლებთან კომუნიკაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება — სასურველია განათლების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით;
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება და 10-11 წლის მოსწავლეთა ასაკობრივი საჭიროებების ცოდნა;
- ემპათია და ბავშვებთან პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი;
- გუნდური მუშაობისთვის მზაობა.
სამუშაო დრო: 09:00-18:00
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე და მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ელ. ფოსტა
ბავშვებთან მუშაობაემპათიაგუნდური მუშაობაკომუნიკაციაფსიქოლოგია