ტექნოლოგიური მუზეუმის გიდი
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო Location: Kutaisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 2080 ₾/month
Published: 6 Oct
Application deadline: 15 Oct
Experience level: Entry level
სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის გიდის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 2080 ლარი (გადასახადების ჩათვლით);
- ადგილების რაოდენობა: 2;
- სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
- გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
- სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი
მოვალეობები:
- ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მუზეუმში ვიზიტორებისთვის საგანმანათლებლო და ინტერაქტიული ტურის ჩატარება;
- მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატების, ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო პრინციპების მარტივად და გასაგებად ახსნა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის;
- ვიზიტორებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათთვის ინოვაციური, ტექნოლოგიური და სამეცნიერო თემებისადმი ინტერესის გაზრდა;
- მუზეუმში ინტერაქტიული აქტივობების, დემონსტრაციებისა და საგანმანათლებლო სესიების დაგეგმვა და განხორციელება;
- სასკოლო ჯგუფებთან, სტუდენტებთან და სხვა ორგანიზებულ ვიზიტორებთან მუშაობა და მათ საჭიროებებზე მორგებული ტურის ადაპტაცია;
- მუზეუმის სივრცის, ექსპონატებისა და ტექნიკური მოწყობილობების მოვლა და მათი სწორად გამოყენების უზრუნველყოფა;
- მუზეუმში უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს უზრუნველყოფა ვიზიტორებისთვის;
- მუზეუმის სერვისების პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობა;
- ვიზიტორების გამოცდილების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული უკუკავშირის შეგროვება და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
- ვიზიტორების რაოდენობისა და აქტივობების შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება და ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
- სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მოთხოვნები:
- მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი.
- სამუშაო გამოცდილება: 1 წელი; სასურველია სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო, სამეცნიერო კომუნიკაციის ან მომსახურების სფეროში.
დამატებითი მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
- Microsoft Office-ის პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;
- სასურველია ტექნოლოგიური და სამეცნიერო საკითხების საბაზისო ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პრეზენტაციისა და აუდიტორიის ჩართულობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება;
- გუნდური მუშაობის უნარი.
გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/ZNqL5
კომუნიკაციაპრეზენტაციაMicrosoft Officeინგლისური ენაორგანიზებულობაგუნდური მუშაობა