მდებარეობა: ქუთაისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 2080 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 6 ოქტ
განაცხადების ვადა: 15 ოქტ

სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის გიდის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: 2080 ლარი (გადასახადების ჩათვლით);
  • ადგილების რაოდენობა: 2;
  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;
  • სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი; ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის გამზირი 26).

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი

მოვალეობები:

  • ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მუზეუმში ვიზიტორებისთვის საგანმანათლებლო და ინტერაქტიული ტურის ჩატარება;
  • მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატების, ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო პრინციპების მარტივად და გასაგებად ახსნა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის;
  • ვიზიტორებთან ეფექტური კომუნიკაცია და მათთვის ინოვაციური, ტექნოლოგიური და სამეცნიერო თემებისადმი ინტერესის გაზრდა;
  • მუზეუმში ინტერაქტიული აქტივობების, დემონსტრაციებისა და საგანმანათლებლო სესიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • სასკოლო ჯგუფებთან, სტუდენტებთან და სხვა ორგანიზებულ ვიზიტორებთან მუშაობა და მათ საჭიროებებზე მორგებული ტურის ადაპტაცია;
  • მუზეუმის სივრცის, ექსპონატებისა და ტექნიკური მოწყობილობების მოვლა და მათი სწორად გამოყენების უზრუნველყოფა;
  • მუზეუმში უსაფრთხო და ორგანიზებული გარემოს უზრუნველყოფა ვიზიტორებისთვის;
  • მუზეუმის სერვისების პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობა;
  • ვიზიტორების გამოცდილების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული უკუკავშირის შეგროვება და შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
  • ვიზიტორების რაოდენობისა და აქტივობების შესახებ სტატისტიკური მონაცემების წარმოება და ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მოთხოვნები:

  • მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი.
  • სამუშაო გამოცდილება: 1 წელი; სასურველია სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო, სამეცნიერო კომუნიკაციის ან მომსახურების სფეროში.

დამატებითი მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
  • Microsoft Office-ის პროგრამების კარგ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ტექნოლოგიური და სამეცნიერო საკითხების საბაზისო ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციისა და აუდიტორიის ჩართულობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ ვაკანსიის დეტალები იხილოთ და დაინტერესების შემთხვევაში განაცხადი გააკეთოთ შემდეგ ბმულზე: https://gita.selfrecruit.ge/s/ZNqL5

კომუნიკაციაპრეზენტაციაMicrosoft Officeინგლისური ენაორგანიზებულობაგუნდური მუშაობა