ელექტროსკუტერების მონიტორინგის თანამშრომელი
JET Sharing Technologies"JET Sharing Technologies"-ი აცხადებს ვაკანსიას ელექტროსკუტერების მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 1400 ლარი
მოვალეობები:
-
ქუჩაში განთავსებული გასაზიარებელი ელექტროსკუტერების მოწესრიგება და არასწორად პარკირებული სკუტერების შესაბამის ადგილას გადაადგილება;
-
მოსახლეობისა და ელექტროსკუტერების მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების წესების გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში მათი გაფრთხილება;
-
Google Forms-ში შესაბამისი ფორმის სწორად შევსება და მონაცემების აღრიცხვა შემდგომი ანალიზისთვის.
მოთხოვნები:
-
ელექტროსკუტერის მართვის უნარი;
-
შრომისმოყვარეობა;
-
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
-
კომუნიკაბელურობა;
-
ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
-
სუბორდინაციის დაცვა.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე — 12:00-დან 20:00 საათამდე (1 საათი შესვენება)
ველოდებით თქვენს CV-ის: Email . აუცილებლად მიუთითეთ რომელ ვაკანსიაზე აგზავნით!
წარმატებები!