ელექტროსკუტერების მონიტორინგის თანამშრომელი

JET Sharing Technologies
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ადგილზე
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1400 ₾/თვე
გამოქვეყნდა: 25 სექ
განაცხადების ვადა: 25 ოქტ

"JET Sharing Technologies"-ი აცხადებს ვაკანსიას ელექტროსკუტერების მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ანაზღაურება: 1400 ლარი

მოვალეობები:

  • ქუჩაში განთავსებული გასაზიარებელი ელექტროსკუტერების მოწესრიგება და არასწორად პარკირებული სკუტერების შესაბამის ადგილას გადაადგილება;
  • მოსახლეობისა და ელექტროსკუტერების მომხმარებლებისთვის უსაფრთხოების წესების გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში მათი გაფრთხილება;
  • Google Forms-ში შესაბამისი ფორმის სწორად შევსება და მონაცემების აღრიცხვა შემდგომი ანალიზისთვის.

მოთხოვნები:

  • ელექტროსკუტერის მართვის უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
  • სუბორდინაციის დაცვა.

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე — 12:00-დან 20:00 საათამდე (1 საათი შესვენება)

ველოდებით თქვენს CV-ის: . აუცილებლად მიუთითეთ რომელ ვაკანსიაზე აგზავნით!

წარმატებები!

ელექტროსკუტერის მართვაGoogle Formsკომუნიკაბელურობაპასუხისმგებლობა