MyAuto-ს კონტენტის სპეციალისტი
TNET Location: Tbilisi
Work arrangement: Hybrid
Employment type: Full-time
Published: 27 Aug
Application deadline: 26 Sept
Experience level: Mid level
შემოუერთდი " TNET "-ის ციფრულ ეკოსისტემას MyAuto-ს Content Specialist -ის პოზიციაზე!
https://www.tnet.ge/
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა;
სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული, 10:00-19:00.
შენი როლი თინეთში:
- საიტზე, მომხმარებლის მიერ განთავსებული კონტენტის (პროდუქტის მახასიათებლების, ფოტომასალის, დასახელებების) სისწორის გადამოწმება შესაბამისად დადასტურება ან დაბლოკვა;
- საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის აღწერის გრამატიკულად გამართვა, რედაქტირება;
- მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გასწორება, აღმოფხვრა, ან შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება.
ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:
- გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- გაქვს ქართულ ენაზე გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- ფლობ საოფისე პროგრამებს.
თინეთში დაგხვდება:
- ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
- ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
- მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
- სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
- ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
- კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
- მოქნილი სამუშაო გარემო.
თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება: Email
პერსონალური მონაცემების დაცვა:
შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:
- თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
- თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
- თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge ;
- რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
Content Managementქართული ენასაოფისე პროგრამებირედაქტირებაკომუნიკაცია