MyAuto-ს კონტენტის სპეციალისტი

TNET
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
გამოქვეყნდა: 27 აგვ
განაცხადების ვადა: 26 სექ

შემოუერთდი " TNET "-ის ციფრულ ეკოსისტემას MyAuto-ს Content Specialist -ის პოზიციაზე!

https://www.tnet.ge/

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნუცუბიძის 129ა;

სამუშაო გრაფიკი: სრული, ჰიბრიდული, 10:00-19:00.

შენი როლი თინეთში:

  • საიტზე, მომხმარებლის მიერ განთავსებული კონტენტის (პროდუქტის მახასიათებლების, ფოტომასალის, დასახელებების) სისწორის გადამოწმება შესაბამისად დადასტურება ან დაბლოკვა;
  • საჭიროების შემთხვევაში პროდუქტის აღწერის გრამატიკულად გამართვა, რედაქტირება;
  • მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდის მიერ დაფიქსირებული ხარვეზების გასწორება, აღმოფხვრა, ან შესაბამის დეპარტამენტში გადამისამართება.

ეს ვაკანსია შენთვის საინტერესოა, თუ:

  • გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გაქვს ქართულ ენაზე გამართული წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • ფლობ საოფისე პროგრამებს.

თინეთში დაგხვდება:

  • ცოდნის გაზიარების და უწყვეტი სწავლების კულტურა;
  • ინოვაციებზე, ზრდაზე ორიენტირებული გუნდი;
  • მრავალფეროვანი, თანასწორი და ინკლუზიური ფასეულობები;
  • სრული მხარდაჭერა შენი განვითარების გზაზე;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც მოსვლისთანავე გაგიაქტიურდება;
  • კორპორატიული შეთავაზებები ჯანსაღი ცხოვრების სტილისთვის და შენი კომფორტისთვის;
  • მოქნილი სამუშაო გარემო.

თუ გსურს, რომ შემოუერთდე საქართველოში ყველაზე დიდ ციფრულ ეკოსისტემას გამოგვიგზავნე რეზიუმე და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება:

პერსონალური მონაცემების დაცვა:

შპს "თინეთი" კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს, არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ:

  • თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაცია მუშავდება არაუმეტეს 3 წლის ვადით;
  • თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ ინფორმაცია იმ მონაცემების თაობაზე, რასაც შპს "თინეთი" ამუშავებს თქვენს შესახებ;
  • თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის, მოგვმართეთ ელფოსტაზე: personaldata@tnet.ge ;
  • რეზიუმეს საკონტაქტო მეილზე გამოგზავნით ან სხვაგვარად მოწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
Content Managementქართული ენასაოფისე პროგრამებირედაქტირებაკომუნიკაცია