ვაკანსიის განთავსებიდან საუკეთესო კანდიდატის აყვანამდე

იპოვეთ შესაფერისი კანდიდატები და მართეთ შერჩევის პროცესი რივოში.

გამოაქვეყნეთ ვაკანსია, მიიღეთ განაცხადები, მოძებნეთ კანდიდატები რივოს მზარდ ბაზაში და ჩაატარეთ AI ინტერვიუები - მართეთ შერჩევის სრული ციკლი ერთიანი პლატფორმიდან.

დაიწყეთ უფასოდ
რეკრუტერი სამუშაო პროცესში
რივოს პროდუქტის ეკრანი: ვაკანსიის განთავსებიდან საუკეთესო კანდიდატის აყვანამდე

ნაკლები რუტინა. მეტი დრო კანდიდატებისთვის.

როგორ ცვლის რივო რეკრუტინგის პროცესს

დაემშვიდობეთ მიმოფანტულ რეზიუმეებსა და გაუთავებელ ცხრილებს. რივო შერჩევის მთელ პროცესს გამჭვირვალეს, ორგანიზებულსა და გაცილებით სწრაფს ხდის.

რივოს გარეშე

რივოსთან ერთად

რივოს გარეშე

რთული პოზიციები ზოგჯერ საერთოდ ვერ ივსება. იდეალური კანდიდატის ძიებას კი თვეები სჭირდება.

რივოსთან ერთად

რივოს AI ჰედჰანტერი შესაბამის კანდიდატებს წუთებში პოულობს, მათ შორის რივოს კანდიდატების ბაზაში, LinkedIn-სა და სხვა პლატფორმებზე.

რივოს გარეშე

ასობით CV-ის ხელით გადარჩევას საათები მიაქვს, ძლიერი კანდიდატები კი ხშირად შეუმჩნეველი რჩებიან.

რივოსთან ერთად

რივოს AI სისტემა მომენტალურად აფასებს შემოსულ რეზიუმეებს და საუკეთესო კანდიდატებს პირველივე წუთებში გამოგიყოფთ.

რივოს გარეშე

კანდიდატების მონაცემები გაფანტულია ელფოსტაში, Excel-ის ცხრილებსა და პირად ჩატებში.

რივოსთან ერთად

ყველა კანდიდატი, მათი სტატუსი, გუნდის შენიშვნები და ისტორია ერთ ორგანიზებულ სივრცეში იყრის თავს.

რივოს გარეშე

პირველადი სკრინინგი დიდ დროს მოითხოვს და შეფასების ერთიანი, ობიექტური სტანდარტი არ არსებობს.

რივოსთან ერთად

AI ხმოვანი და ვიდეო ინტერვიუები ავტომატურად ამოწმებს კანდიდატების პირველად შესაბამისობას, რაც სკრინინგის დროს საგრძნობლად ამცირებს.

რივოს გარეშე

კონკურენტული ანაზღაურების განსაზღვრა ადგილობრივი ბაზრის რეალური მონაცემების გარეშე გიწევთ.

რივოსთან ერთად

ხელფასის კალკულატორი და ბაზრის ანალიტიკა ზუსტი, კონკურენტული და სამართლიანი შეთავაზების მომზადებაში გეხმარებათ.

სამუშაო მაძიებლების საყვარელი პლატფორმა

რივოს აუდიტორია

50 000+
სამუშაოს მაძიებელი ყოველთვიურად
200 000+
ნახვა ყოველთვიურად

რივოზე სამუშაოს სულ უფრო მეტი ადამიანი ეძებს.

საიდან მოდიან ჩვენი სტუმრები

საძიებო სისტემები
43%
სოციალური ქსელები
35%
პირდაპირი ვიზიტები
22%

პირველი პოზიციები GOOGLE-ში

დისტანციური სამსახურის, სტაჟირებისა და სხვა ვაკანსიების ძიებისას რივო GOOGLE-ის პირველ პოზიციებზე ჩანს.

კანდიდატების მოძიება და ჰედჰანტინგი

კანდიდატების ძიება

რივოს ყოველთვიურად 50 000-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი იყენებს. 7 000-ზე მეტმა საკუთარი CV კომპანიებისთვის ხელმისაწვდომი გახადა.

AI ჰედჰანტერი LinkedIn-სა და სხვა პლატფორმებზეც ეძებს თქვენი ვაკანსიისთვის შესაფერის პროფილებს და რთულად შესავსები პოზიციების დაკომპლექტებაში გეხმარებათ.

  1. 01

    ძიება რივოს ბაზაში

    AI ძებნითა და ფილტრებით იპოვეთ თქვენს მოთხოვნებთან შესაბამისი კანდიდატები.

  2. 02

    AI ჰედჰანტინგი

    მოიძიეთ შესაფერისი პროფილები LinkedIn-სა და სხვა პლატფორმებზე.

  3. 03

    რთული პოზიციების შევსება

    დაუკავშირდით შესაფერის კანდიდატებს რთული პოზიციებისთვისაც.

რივოს პროდუქტის ეკრანი: კანდიდატების ძიება

როგორ მუშაობს რივო

სრული კონტროლი შერჩევის პროცესზე

მართეთ ვაკანსიები, კანდიდატები, შეფასებები და გუნდური უკუკავშირი ერთიანი, ინტუიციური სისტემიდან - სხვადასხვა ფაილებსა და ჩატებში დროის დაკარგვის გარეშე.

რივოს პროდუქტის ეკრანი: შერჩევის პროცესი ეტაპების მიხედვით

შერჩევის პროცესი ეტაპების მიხედვით

თვალსაჩინო დაფაზე მომენტალურად ხედავთ ახალ აპლიკანტებს, მათ შესაბამისობის ქულასა და სტატუსს. მარტივად გადაიყვანეთ კანდიდატი შემდეგ ეტაპზე ისე, რომ გუნდის ჩანაწერები და კანდიდატის ისტორია არ დაკარგოთ.

  1. 01 ვაკანსიის გამოქვეყნება
  2. 02 კანდიდატების მოძიება
  3. 03 კანდიდატების შეფასება
  4. 04 თანამშრომლის აყვანა

ასინქრონული გასაუბრება ქართულად

AI ვიდეო და ხმოვანი ინტერვიუები

რივოს AI ქართულ ენაზე უძღვება ვიდეო და ხმოვან ინტერვიუებს. კანდიდატები პასუხობენ მათთვის მოსახერხებელ დროს, თქვენი გუნდის ერთდროული ჩართვის გარეშე.

AI ანალიზი პასუხებს პოზიციის მოთხოვნებს ადარებს და გიმზადებთ შეჯამებას. ასე მეტი კანდიდატის გამოცდილებასა და უნარებზე უფრო სრულ სურათს იღებთ და უფრო ზუსტად არჩევთ საუკეთესოს.

AI ვიდეო ინტერვიუს ილუსტრაცია: კანდიდატის ჩაწერილი პასუხი და AI ანალიზი

ვიდეო ინტერვიუ

კანდიდატის ჩაწერილი პასუხები, ტექსტი და ვაკანსიასთან შესაბამისობის ანალიზი.

ხმოვანი ინტერვიუ

გასაუბრება AI ასისტენტთან ქართულად, პირველადი სკრინინგისა და შეფასებისთვის.

ყველა ინფორმაცია ერთ სივრცეში

კანდიდატის ერთიანი და დეტალური პროფილი

გაეცანით კანდიდატის გამოცდილებას, უნარებს, AI თავსებადობის ქულას, ინტერვიუს შეჯამებასა და კოლეგების კომენტარებს - ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად ყველა დეტალი ერთ პროფილშია თავმოყრილი.

რივოს პროდუქტის ეკრანი: კანდიდატის ერთიანი და დეტალური პროფილი

შეფასებიდან შეთავაზებამდე

მეტი ინფორმაცია უკეთესი გადაწყვეტილებისთვის

რივოს პროდუქტის ეკრანი: DISC შეფასება

DISC შეფასება

შეაფასეთ კანდიდატის ქცევითი მოდელი, კომუნიკაციის სტილი და სამუშაო მოტივაცია საერთაშორისო DISC მეთოდოლოგიით, რათა წინასწარ გაიგოთ, რამდენად შეეფერება ის თქვენი გუნდის კულტურას.

რივოს პროდუქტის ეკრანი: ხელფასის კალკულატორი

ხელფასის კალკულატორი

გაიგეთ ანაზღაურების რეალური დიაპაზონი ქართული შრომის ბაზრის უახლესი სტატისტიკის მიხედვით და ჩამოაყალიბეთ ზუსტი, კონკურენტული შეთავაზება.

მხარდაჭერა შერჩევის ყველა ეტაპზე

ნაკლები რუტინა თქვენი გუნდისთვის

რივოს პროდუქტის ეკრანი: კომუნიკაციის შაბლონები ყველა ეტაპისთვის

კომუნიკაციის შაბლონები ყველა ეტაპისთვის

გამოიყენეთ მზა ან საკუთარი ელფოსტის შაბლონები განაცხადის დასადასტურებლად, კანდიდატის შემდეგ ეტაპზე მოსაწვევად, უარის შესატყობინებლად ან შეთავაზების გასაგზავნად - სწრაფად და თანმიმდევრულად.

რივოს პროდუქტის ეკრანი: ჭკვიანი AI ასისტენტი რუტინული საქმეებისთვის

ჭკვიანი AI ასისტენტი რუტინული საქმეებისთვის

რივოს AI ასისტენტი შერჩევის ყველა ეტაპზე გეხმარებათ: ვაკანსიის ტექსტის შედგენიდან კანდიდატების შედარებამდე, ინტერვიუს კითხვებისა და მოწვევების მომზადებამდე.

დამსაქმებლების გამოცდილება

რას ამბობენ რივოს შესახებ

როგორც HR სფეროს წარმომადგენელი, ყოველთვის ვეძებ გზებს პროცესების გასამარტივებლად. Rivo.ge-ს ინტუიციური ინტერფეისი და AI ფუნქციონალი მნიშვნელოვნად ზოგავს დროს.

ანა ჩადუნელი

People & Organizational Development at TBC

Rivo ჩემთვის, როგორც დამსაქმებლისთვის, დღეს საუკეთესო პლატფორმაა საქართველოში - განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კანდიდატების ერთიანი ბაზა, რაც რეკრუტინგის პროცესს ამარტივებს.

ლუკა ზედაშიძე

CMO at Landmarker Group

მოქნილი არჩევანი თქვენი გუნდისთვის

პაკეტები და ფასები

Starter

უფასო

ძირითადი ინსტრუმენტები თქვენი გუნდისთვის

  • ულიმიტო უფასო ვაკანსიების განთავსება
  • ვაკანსიების მართვა AI-ით
  • ხელფასის კალკულატორი
  • კომუნიკაციის შაბლონები
  • 15 კრედიტი ყოველთვიურად
  • AI ასისტენტი: 10 შეტყობინება დღეში
  • რივოზე ორგანიზაციის 1 წევრი
დაიწყეთ უფასოდ

Growth

500 ლარი თვეში

ყველაფერი Starter-იდან და დამატებით:

  • 1 000 კრედიტი ყოველთვიურად
  • რივოს კანდიდატების ბაზაში ძიება
  • AI ჰედჰანტერი
  • კომპანიის პირადი კანდიდატების ბაზა
  • რივოზე ორგანიზაციის 10 წევრამდე გუნდური მუშაობისთვის
  • AI ასისტენტი: 100 შეტყობინება დღეში
აირჩიეთ GROWTH

რივოს ბაზაში ძიება, AI ჰედჰანტერი და სხვა ფასიანი მოქმედებები კრედიტებს მოიხმარს.

დამატებითი კრედიტების ერთჯერადად შეძენა ორივე პაკეტზე შესაძლებელია.

იპოვეთ თქვენი შემდეგი თანამშრომელი რივოზე

შექმენით კომპანიის პროფილი და დაიწყეთ ვაკანსიების განთავსება უფასოდ.

დაიწყეთ უფასოდ

დაგვიკავშირდით