რივოს ლოგო

რივო - სივრცე, სადაც ადამიანები და შესაძლებლობები ერთმანეთს ხვდებიან

ჩვენ ვართ რივო - ტექნოლოგიებითა და მუდმივი განვითარებით დაინტერესებული ადამიანების გუნდი, რომელიც სამუშაოს ძიებისა და რეკრუტინგის გამოცდილებას ცვლის.

ჩვენ გიმარტივებთ პროცესებს - გეხმარებით აღმოაჩინოთ კარიერული შესაძლებლობები, რომლებიც თქვენს გამოცდილებასა და უნარებს შეესაბამება, ან იპოვოთ ადამიანები, რომლებიც თქვენს გუნდს სჭირდება.

ამისთვის ვქმნით და მუდმივად ვავითარებთ რივოს - AI-ზე დაფუძნებულ რეკრუტინგის პლატფორმას, რომელიც სამსახურის ძიებისა და რეკრუტინგის სხვადასხვა ეტაპს ერთ სივრცეში აერთიანებს.

ჩვენი მთავარი ძალა ტექნოლოგიისა და მონაცემების გამოყენებით რთული და რუტინული პროცესების გამარტივებაა. გვინდა, ნაკლები დრო და ძალისხმევა დაგეხარჯოთ ძიებაში და უფრო მარტივად აღმოაჩინოთ ადამიანები თუ შესაძლებლობები, რომლებიც ნამდვილად შეგესაბამებათ.

ჩვენთვის მთავარი თქვენ ხართ - ადამიანი, რომელიც ახალ შესაძლებლობას ეძებს, ან გუნდი, რომელიც თავის ადამიანს ეძებს.

ამიტომ ვქმნით პრაქტიკულ ტექნოლოგიურ ინსტრუმენტებს, რომლებიც ყოველ ეტაპზე გეხმარებათ - მეტი დაინახოთ, უკეთ შეაფასოთ და უფრო ინფორმირებული არჩევანი გააკეთოთ.

რა პრინციპებით ვქმნით Rivo-ს

სისწრაფის გამომხატველი ილუსტრაცია

სისწრაფე ხარისხთან ერთად

AI ამცირებს რუტინულ სამუშაოს და გეხმარებათ, სწრაფად მოიძიოთ უნარების, გამოცდილების, მოთხოვნებისა და მიზნების შესაბამისი კანდიდატები თუ შესაძლებლობები. თქვენს დროს კი ძიების ნაცვლად გადაწყვეტილების მიღებას უთმობთ.

კონტექსტური შესაბამისობის ილუსტრაცია

შესაბამისობა რაოდენობაზე მნიშვნელოვანია

ასობით ვაკანსია თუ განაცხადი უკეთესი შედეგის გარანტი არ არის. არც მხოლოდ საკვანძო სიტყვების დამთხვევაა საკმარისი. რივო შესაბამისობაზე აკეთებს აქცენტს და გეხმარებათ, თქვენთვის ყველაზე საინტერესო კანდიდატები თუ შესაძლებლობები არ გამოგრჩეთ.

ადამიანის პოტენციალის ილუსტრაცია

გადაწყვეტილებას ადამიანი იღებს

ტექნოლოგია პროცესებს ამარტივებს, თუმცა გადაწყვეტილებას თქვენ ნაცვლად არ იღებს. AI-ის გამოყენებით რივოში ვქმნით პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც კანდიდატებსა და რეკრუტერებს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება.

ერთიანი რეკრუტინგის პლატფორმის ილუსტრაცია

ერთი სისტემა - ვაკანსიიდან დაქირავებამდე

შექმენით ვაკანსია, მიიღეთ განაცხადები, მოძებნეთ კანდიდატები, აწარმოეთ კომუნიკაცია და მართეთ რეკრუტინგის ყველა ეტაპი ერთ პლატფორმაზე - პირველი ძიებიდან საბოლოო შეთავაზებამდე.

კანდიდატებისთვის

ნახეთ თქვენს გამოცდილებასთან შესაბამისი ვაკანსიები

ატვირთეთ CV PDF ან DOCX ფორმატში. რივო გააანალიზებს თქვენს უნარებსა და გამოცდილებას, შემოგთავაზებთ შესაბამის პოზიციებს და გაჩვენებთ შესაბამისობის მაჩვენებლებს, რათა დრო ყველაზე პერსპექტიულ განაცხადებს დაუთმოთ.

შექმენით ATS-ზე მორგებული CV

შექმენით ან განაახლეთ თქვენი CV რივოს უფასო CV Maker-ში, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. დაამატეთ ინფორმაცია თქვენი უნარების, გამოცდილებისა და განათლების შესახებ ან ატვირთეთ არსებული CV და AI ასისტენტი დაგეხმარებათ მონაცემების ავტომატურად გადატანაში. მოარგეთ დიზაინი და ჩამოტვირთეთ PDF ფორმატში, რომელიც მარტივად იკითხება დამსაქმებლების მიერ გამოყენებულ ATS სისტემებშიც.

გააგზავნეთ განაცხადი სწრაფად Auto Apply-ით

Auto Apply თქვენს CV-ში არსებულ ინფორმაციას იყენებს, ამცირებს განმეორებითი ფორმების შევსებას და შესაფერის პოზიციაზე განაცხადის რამდენიმე წამში გაგზავნაში გეხმარებათ.

უკეთ გაიცანით თქვენი სამუშაო სტილი

გაიარეთ ჩაშენებული DISC შეფასება, უკეთ გაიგეთ, როგორ მუშაობთ და დამსაქმებლებსაც დაანახეთ, რომელ გუნდსა და გარემოში შეგიძლიათ საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოვლენა.

გახდით ხილული დამსაქმებლებისთვის

თქვენი პროფილი შეიძლება გამოჩნდეს რივოს კანდიდატების ბაზაში, სადაც დამსაქმებლები კანდიდატებს უნარებისა და გამოცდილების მიხედვით ეძებენ - ასე შესაბამის დამსაქმებლებს თქვენი პოვნის კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნებათ.

დამსაქმებლებისთვის

მართეთ რეკრუტინგის სრული პროცესი Rivo ATS-ში

შექმენით ვაკანსია რივოს AI ასისტენტის დახმარებით. შეკრიბეთ განაცხადები, შეაფასეთ კანდიდატები და მართეთ შერჩევის პროცესი სკრინინგიდან საბოლოო შეთავაზებამდე. აწარმოეთ კომუნიკაცია პირდაპირ პლატფორმიდან და გაიმარტივეთ რეკრუტინგი.

მოიძიეთ შესაბამისი კანდიდატები უფრო სწრაფად

ნუ დაელოდებით მხოლოდ შემოსულ განაცხადებს - მოძებნეთ კანდიდატები რივოს ბაზაში უნარების, გამოცდილებისა და მდებარეობის მიხედვით. AI-ის დახმარებით შეაფასეთ მათი შესაბამისობა კონკრეტულ ვაკანსიასთან და აღმოაჩინეთ ადამიანები, რომლებიც თქვენს გუნდს სჭირდება.

ჩაატარეთ პირველადი სკრინინგი AI ასისტენტით

ჩაატარეთ პოზიციაზე მორგებული, სტრუქტურირებული პირველადი ინტერვიუები. რივოს AI ასისტენტი ესაუბრება კანდიდატებს, აანალიზებს მათ პასუხებს და რეკრუტინგის გუნდს შესაბამისობის დეტალურ შეფასებას აწვდის.

შეადგინეთ კონკურენტული სახელფასო დიაპაზონი

პოზიციის, გამოცდილების დონისა და ადგილობრივი ბაზრის კონტექსტის მიხედვით შეაფასეთ სახელფასო დიაპაზონი და ნახეთ, რა ფაქტორებს ეფუძნება რეკომენდაცია.

იმუშავეთ გუნდურად

მოიწვიეთ კოლეგები, მიანიჭეთ როლები და განსაზღვრეთ წვდომები. გუნდის წევრები ერთ სივრცეში შეძლებენ კანდიდატების შეფასებას, უკუკავშირის გაზიარებასა და კანდიდატების მიმდინარე სტატუსის ნახვას.

გაზარდეთ კანდიდატების საკუთარი ბაზა

მიეცით ადამიანებს შესაძლებლობა CV პირდაპირ თქვენს ორგანიზაციას გამოუგზავნონ აქტიური ვაკანსიის გარეშეც. ამ გზით მიღებული CV-ები და რივოდან შემოსული აპლიკაციები ერთ სივრცეში დაგიგროვდებათ და ახალი საჭიროებისას შესაბამისი კანდიდატების მოძიებას უკვე საკუთარი ბაზიდანაც შეძლებთ.