მშენებლობის ხარისხის მენეჯერი
არქიკომპანია " არქი ", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქი"-ში ვეძებთ მშენებლობის ხარისხის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი;
- მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი;
- გამოყენებული მასალების ხარისხის კონტროლი;
- სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დაფიქსირება;
- შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
- შესრულებული სამუშაოს ფორმა 2-ის მიღება/დადასტურება;
- სისტემატიური ვიზიტები ობიექტებზე და ანგარიშგება;
- ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია რკინა-ბეტონის კარკასის შემომფარგვლელი კონსტრუქციების, არქიტექტურულ და მოსაპირკეთებელ სამუშაოების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველი ზოგადი ცოდნა-გამოცდილება საინჟინრო ქსელების მოწყობაში;
- აუცილებელია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.