დაწყებითი კლასების მასწავლებელი

Study Hub Educational Center
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Flexible
Published: 18 Sept
Application deadline: 18 Oct
Experience level: Mid level

"Study Hub Educational Center" აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი კლასების მასწავლებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი:

  • მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია
  • მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორია

სამუშაო გრაფიკი:

  • დღეში 4 საათი
  • სამუშაო დღეები და საათები შეთანხმებით

სამუშაოს აღწერა:

მასწავლებელს მოუწევს 1-6 კლასების მოსწავლეებთან მუშაობა, კომბინირებული სასწავლო კურსის ფარგლებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მასწავლებელი, რომელიც:

  • ყურადღებით და პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ მოსწავლეს;
  • შეუძლია სასწავლო მასალის მარტივად, გასაგებად და ახსნითი მეთოდით მიწოდება;
  • ორიენტირებულია არა მხოლოდ მასალის დამახსოვრებაზე, არამედ მოსწავლის მიერ საკითხის გააზრებასა და დამოუკიდებლად გამოყენებაზე;
  • შეუძლია სხვადასხვა ასაკისა და აკადემიური დონის მოსწავლეებთან მუშაობა;

ქმნის მშვიდ და პოზიტიურ სასწავლო გარემოს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დაწყებით კლასებთან მუშაობის გამოცდილება;
  • შესაბამისი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლიანობა და კომუნიკაბელურობა;
  • მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: ან მოგვწეროთ მოკლე ინფორმაცია თქვენი გამოცდილების შესახებ.

დაწყებითი განათლებაპედაგოგიკაკომუნიკაციაინდივიდუალური მიდგომა