Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 4000 ₾/month
Published: 14 Oct
Application deadline: 19 Oct

ფუნქციები:

  • სააგენტოსთვის დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
  • წლიური სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენა-შეჯერების უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში მისი კორექტირების პროექტის მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
  • კორექტირებული შესყიდვების გეგმის დროული ატვირთვა შესაბამის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.
  • წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად ბაზრის კვლევა და კვლევის შედეგად შესაბამისი შესყიდვის პროცედურების განხორციელება(კანონმდებლობიდან გამომდინარე შესაბამის უწყებებთან შესყიდვის პროცედურების/დოკუმენტაციის შეთანხმება);
  • შესყიდვების გეგმის მიხედვით ელექტრონული შესყიდვების პროცედურების განხორციელება;
  • ელექტრონული ტენდერის მიმდინარეობისას, სატენდერო კომისიის მითითებით შესაბამისი ოქმების მომზადება, კომისიისთვის წარდგენა, ხელმოწერილი ოქმის დროულად განთავსება სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.
  • ელექტრონული ტენდერების და გამარტივებული შესყიდვის გზით სააგენტოსა და მიმწოდებლებს შორის ხელშეკრულებების გაფორმება და შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა;
  • სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის კონსოლიდირებული ტენდერებისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის დროულად მიწოდება. კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში ხელშეკრულებების პროექტების მომზადება/გაფორმება.
  • ელექტრონული პროცედურების შედეგად გამარჯვებულ პრეტენდენტებთან გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებში ცვლილებების პროექტების მომზადება და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა;
  • სახელმწიფო შესყიდვების შედეგად დადებული ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა(ელექტრონული რეესტრის წარმოება);
  • სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესაბამისი დოკუმენტაციის განთავსება(მათ შორის ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის);
  • შესყიდვებთან დაკავშირებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
  • სხვა საქმიანობის განხორციელება, რომელიც გამომდინარეობს შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება უფლებამოსილების ფარგლებში.

---

საკონკურსო თემატიკა:
·         საქართველოს კონსტიტუცია;
·         საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
·         საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
·         საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;
·         საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
·         საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;
·         სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
·         სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“;
·         სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“;
·         სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის N27 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“;
·         სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის N7 ბრძანება „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“;
·         საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის N458 დადგენილება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“;
·         საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს N446 დადგენილება „კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“
·         სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 31 დეკემბრის N826 ბრძანება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“;
·         „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის -  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს დაფუძნებისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 იანვრის N52-1 დადგენილება.

---

დამატებითი მოთხოვნები:

  • გამოცდილების სფერო: საჯარო სამსახურში შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • კომპეტენციები და უნარები:
  1. ანალიტიკური აზროვნება;
  2. გუნდური მუშაობა;
  3. დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
  4. ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  5. საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  6. დროის ეფექტიანი მართვის უნარი.

---

დამატებითი ინფორმაცია:

  • ბლოკში "განათლება" კანდიდატმა უნდა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბლოკში „სამოტივაციო წერილი" კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი, რომელშიც დაასაბუთებს თუ რატომ დაინტერესდა აღნიშნული ვაკანსიით;
  • ბლოკში „სამუშაო გამოცდილება" კანდიდატმა უნდა ატვირთოს შესაბამისი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია;
  • კონკურსის ყოველი მომდევნო ეტაპის ჩატარების შესახებ (ზუსტი ადგილი, თარიღი, დრო) კონკურსანტებს ეცნობებათ მათ მიერ აპლიკაციაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
  • კონკურსის მე-2 ეტაპზე კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან გასაუბრებაზე.

---

კატეგორია: შესყიდვები
ხელფასი: 4000 ლარი
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
მინიმალური განათლება: მაგისტრი
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word - - კარგი; Microsoft Office Excel - - კარგი; Microsoft Office PowerPoint - - კარგი; Microsoft Office Outlook - - კარგი
კონკურსის ეტაპები: გასაუბრება

სახელმწიფო შესყიდვებიანალიტიკური აზროვნებაMicrosoft Officeდროის მართვაკომუნიკაცია