ექიმი-ლაბორანტი

მედ-დიაგნოსტიკა
Location: Zugdidi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 28 Sept
Application deadline: 28 Oct

მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკა" 2020 წელს დაარსდა. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტის მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებული კვლევები. "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს ასევე სთავაზობს სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას: 200-მდე ბიოქიმიურ და სისხლის ანალიზს; COVID 19-ის მიმართულებით კვლევებს როგორც ადგილზე, ისე გამოძახებით.

"მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ანაზღაურება: განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ლაბორატორიის ყველა მიმართულებაში არსებული ანალიზატორების სრული ოპერატორული და ფუნქციური მომსახურების უზრუნველყოფა;
  • კალიბრაციის და შიდალაბორატორიული კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის რეკომენდაციის შესაბამისად დადგენილი პროცედურის მიხედვით;
  • ხარისხის გარე კონტროლის პროცედურების შესრულება და შედეგების ონლაინ პლატფორმაზე ატვირთვა; შედეგების სტატისტიკური ანალიზის ჯგუფური განხილვა, არავალიდური გადახრების ანალიზი, პოტენციური მიზეზების გამოვლენა და აღმოფხვრის პროცედურების განხორციელება;
  • ოპერატორული მოვლის "maintenance" პროცედურების უზრუნველყოფა მწარმოებლის კალენდრის მიხედვით და შესაბამისი დოკუმენტირება აღრიცხვის ფორმაში;
  • საანალიზო პროცედურების შესრულება დროულად და ხარისხიანად;
  • გამოკვლევის შედეგების დამუშავება, შესაბამისობის კონტროლი და ვალიდაცია ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში;
  • რეაქტივების, საკალიბრო მასალების და საკონტროლო ხსნარების ვადების ქრონოლოგიის მკაცრი დაცვა; მარაგების თვალყურის მიდევნება; მარაგების მართვის სპეციალისტთან ერთად მარაგების აღწერების პროცესების უზრუნველყოფა და წარმოშობილი აუცილებლობების იდენტიფიცირება და მონიტორინგი;
  • სამუშაო პროცესში წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემური საკითხის განხილვა ლაბორატორიის ადმინისტრაციულ გუნდთან;
  • შიდა პროცედურებში განსაზღვრული მოვალეობების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - სამედიცინო განხრით;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (სერტიფიკატი);
  • ლაბორატორიული პროცესის ეტაპების სრულყოფილი ცოდნა, ანალიზური და პოსტანალიზური პროცედურების უზრუნველყოფა;
  • პროფესიული საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელური.

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეს გადარჩევა;
  • ინდივიდუალური გასაუბრება.

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე:

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ლაბორატორიული კვლევაანალიზატორების მართვახარისხის კონტროლისამედიცინო სერტიფიკატიანალიტიკური აზროვნება