Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 2 Oct
Application deadline: 31 Oct

"იცა" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

"იცა" არის სასწავლო ცენტრი, რომელიც აერთიანებს გამოცდილ მასწავლებლებსა და წარმატებულ მოსწავლეებს. ცენტრი 2020 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველწლიურად ვითარდება.

მთავარი მენეჯერის ძირითადი მოვალეობებია:

  • სასწავლო პროცესის ორგანიზება (გაკვეთილების ცხრილების შედგენა, მოსწავლეთა ჯგუფებში განაწილება)
  • მოსწავლეთა რეგისტრაცია
  • კომუნიკაცია მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან. ერთი მხრივ ცენტრს, მეორე მხრივ კი მოსწავლეებსა და მშობლებს შორის ურთიერთობის კოორდინირება.
  • საქმისწარმოება და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.
  • შემომავალ ზარებზე პასუხი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
  • თვის ბოლოს მოსწავლეთა შედეგების გაგზავნა მშობლებისთვის.
  • ცენტრის განვითარების, ახალი იდეების განხორციელებისა და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა.
  • ცენტრში აკადემიური და ჰარმონიული გარემოს უზრუნველყოფა.

მენეჯერს მოეთხოვება:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების Word, Excel, Power Point ფლობა.
  • სასურველია მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

მენეჯერისთვის საჭირო პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე
  • კომუნიკაბელურობა
  • ორგანიზებისა და საქმისწარმოების უნარი
  • კრეატიულობა
  • პუნქტუალურობა

ანაზღაურება: შეთანხმებით - კვალიფიკაციიდან გამომდინარე

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით

"იცას" მისამართი: ი. ტურგენევის N5 (მარჯანიშვილის მეტროსთან)

ცენტრი დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს კომფორტულ გარემოს.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტო სურათითურთ ელფოსტაზე: .

დამატებით შეკითხვებზე დარეკეთ:551 611 616, 595 507 401

ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

რეზიუმეს მიღების ბოლო დღე: 31.10.2026

WordExcelPower Pointკომუნიკაციაორგანიზებულობასაქმისწარმოება