მოწვეული ლექტორი - სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტი

ევროპის უნივერსიტეტი
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 26 Aug
Application deadline: 4 Sept
Experience level: Mid level

შპს " ევროპის უნივერსიტეტი " აცხადებს კონკურსს სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული პერსონალის შერჩევის მიზნით ვეტერინარიის ინტეგრირებული ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, შემდეგი მიმართულებით: ანატომია .

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

მოწვეული ლექტორის პოზიციის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • ჰქონდეს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ჰქონდეს ანატომიის კურსის სწავლების გამოცდილება.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: ) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი მიმართულების მითითებით;
  • ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე:);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
  • "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა;
  • სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  • მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:

მოწვეული ლექტორის პოზიციის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 26 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას და კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76. ტელ: 032 2 000 171 ;

Veterinary MedicineAnatomyEnglish languageTeaching