სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს კონკურსს ბუღალტრის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება - ბუღალტერი.
ანაზღაურება - 3200 ლარი .
სამუშაო ადგილი - თბილისი.
სამუშაოს აღწერა:
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
- შრომის ანაზღაურების გაანგარიშება, საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვა;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციების მომზადება;
- სტატისტიკის ეროვნული სამსახურისთვის კვარტალური ინფორმაციის მომზადება;
- საბუღალტრო დოკუმენტების წარმოება, გაფორმება, შენახვა;
- სააგენტოს მიერ გაცემული გრანტების მონიტორინგის საფუძველზე შედგენილი დასკვნის შესაბამისად ფინანსური ანგარიშსწორების განხორციელება;
- სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
- არაფინანსური აქტივების აღრიცხვა და მათზე ოპერაციების წარმოება;
- ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის დოკუმენტების დამუშავება;
- სახელმწიფო ხაზინის მომსახურების ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
- ბუღალტრული გატარებების/ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამა ორისში;
- შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება;
- სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.
მინიმალური განათლება: ბაკალავრი.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი;
- "საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანება;
- "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება;
- "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანება;
- საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანება "დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ";
- "პროფესიული საჯარო მოხელის სამსახურებრივი მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილება;
- "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანება;
- საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება.
ენების ცოდნის დონე:
ენა / წერითი უნარები / მეტყველება:
- ინგლისური / B1 / B1
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
პროგრამის დასახელება ცოდნის დონე:
- Microsoft Office Word / კარგი
- Microsoft Office Excel / კარგი
- Microsoft Office PowerPoint / კარგი
- Microsoft Office Outlook / კარგი
- ORIS / კარგი
დამატებითი მოთხოვნები: საბიუჯეტო ორგანიზაციაში ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- დაგეგმვისა და მართვის უნარები;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირება;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე, იხილოთ დეტალური პირობები და გააკეთოთ განაცხადი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/99082?active=1