BIM არქიტექტორი - მხაზველი
StipfoldBIM არქიტექტორი - მხაზველი
" STIPFOLD GROUP " მუშაობს მხოლოდ ისეთ პროექტებზე, რომლებიც შეესაბამება კომპანიის ხედვას. გვსურს ვიმუშაოთ პროფესიონალებთან, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმიანობა, ენერგიას არ იშურებენ ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად და იზიარებენ კომპანიის ესთეტიკურ მიდგომას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამშენებლო მოედანზე არსებული ინფორმაციის შეგროვება და პროექტში გადატანა (ანაზომის მომზადება);
- არქიტექტურული კონცეფციის მიხედვით სრული BIM მოდელის დამუშავება Revit-ში;
- სამშენებლო დოკუმენტაციის მომზადება;
- პროექტში არსებული ყველა მასალის და პროდუქციის სპეციფიკაციების მომზადება;
მოთხოვნები:
- Revit-ის მაღალ დონეზე ცოდნა (ამ პირობის გარეშე რეზიუმე არ განიხილება);
- ArchiCad-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- არქიტექტურის მიმართულებით უმაღლესი განათლება;
დამატებითი მოთხოვნები: შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
ანაზღარება: ფიქსირებული ხელფასი - 3000 ლარი ;
სამუშაო საათები: ორშ - პარ, 09:00 - 18:00
I ეტაპი - კანდიდატებთან გასაუბრება
II ეტაპი - დავალების შესრულება
შერჩეულ კანდიდატს დაუწესდება ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა
თუ დაინტერესდით ჩვენთან მუშაობით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და პორტფოლიოს ბმული შემდეგ მისამართზე Email . სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: BIM Architect - Draftsman.