ბარისტა
Bar Centrale Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 26 Aug
Application deadline: 25 Sept
Experience level: Entry level
იტალიური კაფე-რესტორან "Bar Centrale"-ში ვეძებთ ბარისტას .
თუ გიყვარს კარგი ყავა, იტალიური კულტურა, ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა გახდე მეგობრული და პროფესიონალური გუნდის წევრი, გელოდებით Bar Centrale-ში!
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის სრული დაფინანსებით
- ტრანსპორტირებას ღამის ცვლაში მუშაობისას
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
- შიდა კორპორატიულ ფასდაკლებებს
სამუშაო პირობები
გრაფიკი:
კვირაში 5 დღე
I ცვლა - 09:00-17:00
II ცვლა - 16:00-00:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ყაზბეგის ქ. 7
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებისგან შეკვეთების მიღება, შეკვეთის სწორად დამუშავება და შესაბამისი პროდუქციის/სასმლის მიწოდება;
- მენიუში წარმოდგენილი სასმელების მომზადება რეცეპტებისა და სტანდარტების დაცვით;
- ყავის აპარატისა და საფქვავის შემოწმება და გამართვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
- დახლზე განთავსებული პროდუქციის მოწესრიგება, დროული შევსება და რეალიზაცია;
- პროდუქციის აღწერა და ვადების კონტროლი;
- სალარო ოპერაციების სრულყოფილად შესრულება;
- სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- მომხმარებლისთვის ხარისხიანი მომსახურებისა და სასიამოვნო გამოცდილების შეთავაზება;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
- ბარისტად მუშაობის გამოცდილება, რომელიც ჩაითვლება უპირატესობად;
- მომხმარებელთან ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;
- ყურადღება დეტალებისადმი და ხარისხის სტანდარტების დაცვა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენერგიულობა და საქმისადმი მოწესრიგებული დამოკიდებულება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
თუ ფიქრობ, რომ Bar Centrale-ს გუნდის წევრობა შენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე Email და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ბარისტა".
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
ყავის მომზადებამომხმარებელთა მომსახურებასალარო ოპერაციებიგუნდური მუშაობაკომუნიკაცია