FreeCAD ექსპერტი (BIM და IFC მიმართულებით)
ფრილანსერი Location: დისტანციური
Work arrangement: Remote
Employment type: Temporary
Salary: 65-123 USD/hour
Published: 3 Nov
Application deadline: 8 Nov
Experience level: Experienced
საერთაშორისო კომპანია ეძებს გამოცდილ FreeCAD სპეციალისტებს BIM და IFC სამუშაო პროცესების (workflows) მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტის (AI) სწავლების პროექტის მხარდასაჭერად. ამ როლში თქვენ გამოიყენებთ FreeCAD-ს რეალური არქიტექტურული და საინჟინრო მოდელირების ამოცანების შესასრულებლად და ეტაპობრივად ახსნით თქვენს სამუშაო პროცესს (workflow). თქვენი გამოცდილება დაეხმარება ხელოვნური ინტელექტის სისტემებს CAD-ისა და შენობების საინფორმაციო მოდელირების (BIM) უკეთ გაგებაში.
სამუშაოს სფერო და მოვალეობები
- FreeCAD-ის გამოყენებით 3D CAD და BIM მოდელების შექმნა და მოდიფიკაცია.
- არქიტექტურულ ელემენტებთან, შენობის კონსტრუქციებთან და IFC ფაილებთან მუშაობა.
- FreeCAD-ის BIM ხელსაწყოების გამოყენებით BIM მოდელების შემუშავება და ვალიდაცია.
- მოდელირების ხარვეზების აღმოფხვრა და IFC თავსებადობის გაუმჯობესება.
- FreeCAD-ის რთული/წინწაწეული BIM ამოცანების შესრულება და საკუთარი სამუშაო პროცესების ნაბიჯ-ნაბიჯ განმარტება.
- BIM და IFC სამუშაო პროცესებისთვის მკაფიო ინსტრუქციებისა და დეტალური პრომპტების (prompts) შექმნა.
მოთხოვნები
- FreeCAD-ის გამოყენების ძლიერი პრაქტიკული პროფესიული გამოცდილება.
- BIM მოდელირებასთან და IFC ფაილების ფორმატებთან მუშაობის გამოცდილება.
- არქიტექტურული მოდელირების, 3D CAD-ისა და BIM სამუშაო პროცესების კარგი ცოდნა.
- IFC-თავსებადი მოდელების შექმნის, რედაქტირებისა და ვალიდაციის უნარი.
- FreeCAD-ზე წვდომა და ამოცანების შესრულებისას ეკრანის ჩაწერის (screen recording) შესაძლებლობა.
- ინგლისური ენის ცოდნა B2 ან უფრო მაღალ დონეზე.
- ტექნიკური სამუშაო პროცესების მკაფიოდ ახსნის უნარი.
სასურველი კვალიფიკაცია (ბონუსი)
- შესაბამისი მაგისტრის ან დოქტორის (PhD) ხარისხი არქიტექტურაში, სამოქალაქო ინჟინერიაში ან დაკავშირებულ სფეროში.
- მონაცემთა დამუშავების (Human Data) წინა გამოცდილება, როგორიცაა მონაცემთა ანოტაცია (data annotation), RLHF ან AI მოდელების შეფასება (AI model evaluation).
- AutoCAD-თან, Revit-თან ან სხვა BIM პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის გამოცდილება.
- პროფესიული გამოცდილება არქიტექტურის, ინჟინერიის ან მშენებლობის (AEC) სფეროში.
შეავსეთ განაცხადი ბმულზე:https://short-url.cc/1BjXM
FreeCADBIMIFC3D CADარქიტექტურული მოდელირებატექნიკური დოკუმენტირებაინგლისური ენამონაცემთა ანოტაციაRevitAutoCAD