დიასახლისი
ibis Tbilisi CityACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
შენი როლი იქნება:
- სასტუმროს ნომრების ყოველდღიური დალაგება და დასუფთავება;
- საწოლის თეთრეულის შეცვლა და მოწესრიგება;
- აბაზანისა და სანიტარული კვანძების წმენდა და დეზინფექცია;
- პირსახოცების, ჰიგიენური ნივთებისა და სხვა საჭირო მარაგების შევსება.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- კვებას
- ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა თბილისი, სასტუმრო ibisi Tbilisi :city, ვ. წითლანაძის ქუჩა N1
- სამუშაო განრიგი: 5/2, 09:00-18:00 (1 საათი შესვენება)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Email . სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოხსენებულ ელფოსტაზე.
წარმატებას გისურვებთ!