ასისტენტ თერაპევტი
Bright Academy Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 3 Oct
Application deadline: 2 Nov
Experience level: Entry level
ბავშვთა განვითარების ცენტრი ბრაით აკადემი - " Bright Academy " აცხადებს ვაკანსიას ასისტენტ თერაპევტის პოზიციაზე
სამუშაო დატვირთვა: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში;
- ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
- უპირატესობად ჩაითვლება ქცევის გამოყენებითი ანალიზის სერტიფიკატის ფლობა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და გამოყენება;
- მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა პროფესიული მასალის დამუშავების დონეზე.
საჭირო თვისებები და უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- ბავშვის განვითარების თერაპიულ პროცესში და ინდივიდუალური პროგრამის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
- სამუშაო პროცესის წარმართვაში ჩართვა როგორც სახლის, ისე ცენტრის გარემოში;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
- კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო;
- კონკურენტული ანაზღაურება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: Email
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 3 ნოემბერი .
ფსიქოლოგიაბავშვებთან მუშაობაქცევის გამოყენებითი ანალიზისაოფისე პროგრამებიუცხო ენაკომუნიკაციაორგანიზებულობა