ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მედ 11 Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 1500 ₾/month
Published: 20 Aug
Application deadline: 19 Sept
Experience level: Entry level
თუ ხარ ორგანიზებული, გაქვს სწრაფი რეაგირების უნარები, კარგად იცი ქართული და ინგლისური ენები - სასწრაფო სამედიცინო დახმარება " მედ 11 " ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე სწორედ შენ გეძებს!
იხ. კომპანიის შესახებ ინფორმაცია .
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1500 ლარი
- სამუშაო განაკვეთი:სრული; ორშ-პარ 10:00-18:00 (1 სთ შესვენება)
- სამუშაო ფორმატი: ოფისიდან; თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 3
შენი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- მომხმარებელთა ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა მაღალი სერვისის სტანდარტით
- პაციენტთა რეგისტრაცია და შესაბამისი სამედიცინო ბრიგადების კოორდინაცია
- კომპანიის სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის
- მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის ზუსტი აღრიცხვა
- მომხმარებელთა უკმაყოფილების ან პრობლემების ოპერატიული და პროფესიონალური მართვა;
- ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
- კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლისა და პრობლემების სწრაფი გადაწყვეტისთვის
აუცილებელია, რომ:
- იცოდე ინგლისური ენა კარგად
- იცოდე საოფისე პროგრამები საშუალო დონეზე
გაგვიხარდება თუ:
- თუ იცი რუსული ენა საკომუნიკაციო დონეზე
- გაქვს გამოცდილება მომხმარებელთა მომსახურების ან ქოლ-ცენტრში მუშაობის
- გაქვს უმაღლესი განათლება - სამედიცინო მიმართულებით ან ხარ სტუდენტი სამედიცინო მიმართულებით
თუ მზად ხარ, მიიღო მონაწილეობა და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/UdjsC
ინგლისური ენასაოფისე პროგრამებიკომუნიკაციამომხმარებელთა მომსახურებამონაცემთა ბაზის მართვა