PepsiCo logo

მარაგ-ნაწილების/დაბრ. პროდუქციის საწყობების სუპერვაიზერი

PepsiCo
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 29 Sept
Application deadline: 25 Oct

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოგვიერთდით! ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს მარაგ-ნაწილებისა და დაბრუნებული პროდუქციის საწყობების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობების ოპერაციების მართვა: პროდუქციისა და სათადარიგო ნაწილების მიღება, შენახვა და გაცემა;

  • ინვენტარის სიზუსტისა და მარაგების ეფექტური მართვის უზრუნველყოფა;

  • ERP სისტემაში (1C) მარაგების მოძრაობის დროული და ზუსტი აღრიცხვა;

  • საწყობის ორგანიზების სტანდარტების დაცვა, მათ შორის ლოკაციების, მარკირებისა და SKU-ების მართვა;

  • პერიოდული გადათვლებისა და ინვენტარიზაციის ჩატარება, შეუსაბამობების გამოვლენა და აღმოფხვრა;

  • წარმოების, ლოჯისტიკისა და ფინანსების გუნდებთან ყოველდღიური კოორდინაცია;

  • საწყობის საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების/KPI-ების მონიტორინგი და გაუმჯობესება;

  • პროცესების ოპტიმიზაცია ეფექტიანობის გაზრდისა და საოპერაციო რისკების შემცირების მიზნით;

  • შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის (HSE) სტანდარტების, შიდა კონტროლისა და აუდიტის მოთხოვნების დაცვა;

  • მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობის მართვა საწყობის საკითხებთან დაკავშირებით.

კანდიდატის პროფილი:

  • პროფესიული ტექნიკური ან უმაღლესი განათლება;

  • საწყობის მართვის მიმართულებით მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;

  • საწყობის დოკუმენტაციისა და პროცესების მართვის ცოდნა;

  • საწყობის მართვის პრინციპების კარგი ცოდნა, მათ შორის ლოკაციების (Bin Location), SKU-ებისა და ნომენკლატურის მართვა;

  • ინვენტარიზაციების ჩატარების გამოცდილება;

  • ERP სისტემებთან (1C ან ანალოგიური) მუშაობის გამოცდილება;

  • ქართული ენის თავისუფლად, ინგლისური ენის B1+ დონეზე ცოდნა;

  • MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: 25 ოქტომბრამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.

საწყობის მართვა1C ERPინვენტარიზაციაMS Officeინგლისური ენალოგისტიკა