Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 3520 ₾/month
Published: 14 Oct
Application deadline: 18 Oct

ფუნქციები:

  • GIS სისტემაში შემუშავებული და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი;
  • სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების, მათთან დაკავშირებული წერილების ელექტრონულად ასახვა GIS სისტემაში შემდგომში ერთიანი ელექტრონული სისტემის ბაზის შესადგენად;
  • სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე თემატურ რუკებზე მუშაობა;
  • მონაცემთა ბაზის ფორმირება და მართვა, გეოსივრცითი ინფორმაციის წარმოების, შეგროვებისა და შენახვის სტანდარტიზაცია, ზოგად გეოგრაფიული გეოსივრცითი ინფორმაციის დიგიტალიზაცია და შემდგომი განახლება;
  • კომპეტენციის გათვალისწინებით უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოს შესრულება.

---

საკონკურსო თემატიკა:
საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი;„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილება;„ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილება;სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების საერთაშორისო და თანამედროვე პრინციპები;„საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან/და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისის №316 დადგენილება;საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 9 ივნისის №1-1/249 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დებულება.

---

დამატებითი მოთხოვნები:
სავალდებულო:

  • არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება GIS-ის მიმართულებით;

---

დამატებითი ინფორმაცია:
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობებია:

  • სავალდებულოა აიტვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი საკონკურსო მოთხოვნების შესაბამისად;
  • სავალდებულოა აიტვირთოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საბუთები წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);

---

კატეგორია: გეო მონაცემთა ბაზები და პროგრამირება
ხელფასი: 3520 ლარი
ლოკაცია: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
მინიმალური განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური - - B1 - - B1
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word - - კარგი; Microsoft Office Excel - - კარგი; Microsoft Office PowerPoint - - კარგი; Microsoft Office Outlook - - კარგი; Arc GIS - - კარგი; AutoCAD - - კარგი
კონკურსის ეტაპები: ზეპირი დავალება; გასაუბრება

GISArcGISAutoCADMicrosoft OfficeData AnalysisUrban Planning