მოლარე-კონსულტანტი

Hopihop
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 1100 ₾/month
Published: 12 Sept
Application deadline: 12 Oct
Experience level: Entry level

თბილისი მოლში "Hopihop" -ის საბავშვო სივრცე მოლარე-კონსულტანტს ეძებს.

თუ გსურს ბავშვებთან მუშაობა მხიარულ და მეგობრულ გარემოში, ეს ვაკანსია შენთვისაა!

სამუშაო გრაფიკი 1:

  • 6 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათით (მოქნილი ცვლები: 10:00-16:00 / 16:00-22:00, შაბათ-კვირა 8 საათიანი ცვლა);
  • დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე;
  • ანაზღაურება: 1100 ლარიდან (ბონუსები გაყიდვებიდან).

სამუშაო გრაფიკი 2:

  • 5 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი;
  • დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე (კვირის დღეებიდან);
  • ანაზღაურება: 1100 ლარიდან (ბონუსები გაყიდვებიდან).

რა იქნება შენი მოვალეობა?

  • მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება;
  • ბავშვების მიღება და დახმარების გაწევა ბატუტზე ხტუნაობის პროცესში;
  • პლატფორმის ყოველდღიური შემოწმება.

ვის ვეძებთ?

  • მხიარულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადამიანს; ვინც ინგლისურს მარტივ საკომუნიკაციო დონეზე ფლობს;
  • სასურველია ჰქონდეს მომსახურების სფეროში ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერე შემდეგ მისამართზე: .

სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი" ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 571 96 96 12.

სალარო ოპერაციებიკომუნიკაციაინგლისური ენაბავშვებთან მუშაობა