მოდის კონსულტანტი
New Trendმსოფლიო მოდის ინდუსტრიის, პრემიუმ ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი მაღაზია "New Trend"- ის ჭავჭავაძის ფილიალისთვის ეძებს მოდის კონსულტანტს .
-
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, ვაკე
-
სამუშაო ფორმატი: სრული
-
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ცვლებში (11:00-20:00; 12:00-21:00)
-
ჯანმრთელობის დაზღვევა
-
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
-
მომხმარებელთა მომსახურება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
-
პროდუქციის სრულყოფილი პრეზენტაცია, მახასიათებლების გაცნობა და მომხმარებლისთვის შესაბამისად შეთავაზება;
-
სალარო ოპერაციების მართვა POS სისტემის საშუალებით, ნაღდი და უნაღდო გადახდების ზუსტი და გამართული განხორციელება;
-
ყოველდღიური ნაშთების კონტროლი და ანგარიშგება;
-
პროდუქციის მიღება, განთავსება და გაყიდვების დარბაზის მუდმივი წესრიგის უზრუნველყოფა;
-
მაღაზიაში ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
-
გაყიდვების მიზნების შესრულებაში აქტიური მონაწილეობა;
-
მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა მენეჯერისთვის;
-
გუნდთან თანამშრომლობა და საერთო სამუშაო პროცესებში ჩართულობა.
გამოცდილება, განათლება და უნარები
-
სასურველია გამოცდილება მოდის საცალო ვაჭრობაში;
-
სალარო სისტემასთან ან POS პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება სასურველია;
-
გამართული ზეპირი კომუნიკაცია და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
-
მომსახურების მაღალი სტანდარტების ფლობა;
-
ინტერესი მოდის ინდუსტრიის მიმართ, მსოფლიო ტენდენციებისა და ლუქს კლასის ბრენდების ცოდნა;
-
ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა; ინგლისური ენის/სხვა უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
-
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
-
მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
-
ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: Email გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მოდის კონსულტანტი".
გისურვებთ წარმატებას!
-
თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
-
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
-
გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
-
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
-
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: Email