ბერმელი logo

AML ოფიცერი

ბერმელი
Location: Batumi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 2500 ₾/month
Published: 21 Oct
Application deadline: 20 Nov

შპს მისო ბერმელი / Bermeli აცხადებს ვაკანსიას AML ოფიცრის პოზიციაზე ქ. ბათუმში. ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები: - შიდა პროცესების, პოლიტიკების, დოკუმენტების და პროდუქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; - კომპანიის სტრუქტურულ ერთეულებთან საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა და აქტიური ურთიერთობა ნორმატიულ საკითხებთან მუდმივი შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით; - საკანონმდებლო ცვლილებებისა და ეროვნული ბანკის რეგულაციების, მისი სიახლეებისა და ცვლილებების გაცნობა და განხორციელება, კომპანიის მუშაობაში დანერგვა; - საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირის შესახებ ინფორმაციის დამუშავება, რისკის შეფასება; - კომპანიის კლიენტის (მათ შორის ერთჯერადი გარიგების დამდები პირის) იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის პროცესის სათანადოდ შესრულების კონტროლი; - მომატებული რისკის კლიენტების მიმართ გასატარებელი შესაბამისი CDD/EDD ღონისძიებების გატარება; - ხელმძღვანელის მითითებული დავალებების შესრულება/წარდგენა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაციის წარდგენა; - ხელშეკრულების დამოწმება ნოტარიუსთან; - რეგისტრირებული იპოთეკების გაუქმება დადგენილი წესის შესაბამისად. ძირითადი მოთხოვნები: - უმაღლესი იურიდიული განათლება; - სასურველია მინიმუმ 1 წელი მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; - აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Word და Microsoft Excel). პიროვნული თვისებები: - პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი; - პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი; - პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა.

AML რეგულაციებირისკების შეფასებაCDD/EDD პროცედურებიიურიდიული კონსულტაციაMicrosoft WordMicrosoft Excelკლიენტთა იდენტიფიკაციასამართლებრივი შესაბამისობა