გარე სივრცეების დიასახლისი

ტურინვესტ ჯგუფი
Location: Batumi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 5 Sept
Application deadline: 5 Oct

"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გარე სივრცეების დიასახლისის პოზიციაზე საბაგირო გზა არგოზე.

ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!

ძირითადი მოვალეობები:

  • საბაგირო გზისა და გასართობი კომპლექსი არგოს გარე ტერიტორიების ყოველდღიური დასუფთავება;
  • გადმოსახედი ბაქანის სისუფთავისა და მოწესრიგების კონტროლი;
  • ბილიკების, კიბეების, მოსაცდელი სივრცეებისა და გარე ინვენტარის მოწესრიგება;
  • ნაგვის ურნების დაცლა და სისუფთავის კონტროლი;
  • ტერიტორიაზე არსებული მცირე დაბინძურებების დროული აღმოფხვრა;
  • შრომის უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ბათუმი

სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი

ანაზღაურება: შეთანხმებით

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

  • კვებითი უზრუნველყოფა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
  • 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"
  • ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში

კომპანიის შესახებ

"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:

  • მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას;
  • სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას;
  • ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას;
  • საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას.

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც "ტურინვესტ ჯგუფს" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს:

https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

დასუფთავებაგუნდური მუშაობაშრომის უსაფრთხოება