m² logo

ხარჯთაღმრიცხველი

m²
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 6 Oct
Application deadline: 30 Oct

" m² " უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m²-ზე.

ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m²-ის გუნდს!

კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • BOQ-ის ანალიზი და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში შესაბამისი დასკვნის მომზადება;
  • ხარჯთაღრიცხვების წინასწარ მომზადებულ სტანდარტულ ფასებთან შესაბამისობის ანალიზი, ხოლო არასტანდარტული ფასების შედარება საბაზრო ფასებთან;
  • მშენებლობის პროცესში თითოეული ობიექტის მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო ხარჯების შედარება საბიუჯეტო ხარჯებთან.
  • ტექნიკური ზედამხედველობისა და ხარისხის კონტროლის სამსახურის მიერ დადასტურებული მიღება-ჩაბარების აქტების ფინანსური რევიზია;
  • საპროექტო მოცულობების რევიზია;
  • საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზი (სამშენებლო ნახაზების სრულყოფილად წაკითხვა);
  • ხარჯთაღრიცხვის შედგენა საბაზრო ღირებულებით;
  • სნიპებით და ნორმებით ხელმძღვანელობა;
  • სამშენებლო ნახაზების/პროექტის მიხედვით, მოცულობათა უწყისისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება;

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:

  • ბაკალავრის ხარისხი სამშენებლო/არქიტექტურის მიმართულებით;
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ArchiCAD, AutoCAD პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მოქნილობა ცვლილებების მიმართ;

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 30 ოქტომბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ხარჯთაღმრიცხველი".

ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.

რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.

ArchiCADAutoCADსამშენებლო ნახაზების კითხვახარჯთაღრიცხვაინგლისური ენადროის მართვაანალიტიკური უნარები