ინჟინერ-კონსტრუქტორი

საინჟინრო კომპანია
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 3 Sept
Application deadline: 3 Oct

საინჟინრო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე (შესაძლებელია განხილულ იქნეს ბოლო კურსის სტუდენტის კანდიდატურა).

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

სამუშაოს აღწერა: მუშაობა ოფისში; სრული განაკვეთი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით;
  • CatiaV5, SolidWorks, Siemens NX ან Creo Parametric პროგრამის ფლობა;
  • ფურცლოვანი ლითონისაგან და პლასტმასისაგან ნაკეთობების დამზადების ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა;
  • განვითარებული აბსტრაქტული და ანალიტიკური აზროვნება;
  • სასურველია რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა.

მოვალეობები:

  • ნაკეთობების ახალი ნიმუშების შემუშავება, სტანდარტული და უნიფიცირებული ნაკეთობების გამოყენებით არსებული პროდუქციის მოდიფიცირება;
  • წარმოებისათვის და ექსპლუატაციისათვის მოდელებისა და ნახაზების შემუშავება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 (1 საათი შესვენება) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სტაბილური ხელფასი;
  • ოჯახის სამედიცინო დაზღვევა (მეუღლე, შვილები);
  • მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის კომპენსაცია;
  • ოფისი მდებარეობს მეტროს სადგურიდან ხუთი წუთის სავალზე;
  • უქმეები და სადღესასწაულო დღეები - საქართველოში მოქმედი ოფიციალური კალენდრის მიხედვით;
  • 24 დღიანი ანაზღაურებადი შვებულება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

CatiaV5SolidWorksSiemens NXCreo ParametricMechanical EngineeringTechnical DrawingAnalytical Thinking