ტექნიკოსი/სერვის ინჟინერი
RS line Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 1500 ₾/month
Published: 1 Sept
Application deadline: 1 Oct
Experience level: Entry level
კომპანია "RS LINE"-ი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის/სერვის ინჟინრის პოზიციაზე.
შპს "RS LINE" 2011 წლიდან წარმოადგენს საბანკო და საცალო ვაჭრობის ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორს და მიმწოდებელს საქართველოში. კომპანია თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ბანკებთან და უზრუნველყოფს პროგრამული და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების მიწოდებას ფინანსური და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.
მოვალეობები:
- ბანკომატების, ტერმინალების, ფულის მიმღები და მასორტირებელი აპარატების ტექნიკური და პროგრამული გამართვა;
- მოწყობილობებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შეფერხებების დროულად გამოვლენა;
- პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ზომების მიღება და პრობლემის დროული აღმოფხვრა;
- აპარატის არქიტექტურის, პროგრამული უზრუნველყოფის, ფუნქციონალის და პარამეტრების ცოდნა.
მოთხოვნები:
- აპარატურული საფუძვლების ცოდნა;
- კომპიუტერის და აპარატურის ოპერაციული სისტემების ცოდნა,
- ქსელების საფუძვლების ცოდნა (TCP/IP, LAN);
- ტექნიკური განათლება;
- შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა;
- ახალი საქმიანობის და ცოდნის დაუფლების სურვილი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- B კატეგორიის მართვის მოწმობა, უპირატესობა მიენიჭება საკუთარი პატარა ძრავიანი ავტომობილის მქონე კანდიდატებს.
გთავაზობთ:
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას;
- ანაზღაურებას (NET/ხელზე ასაღები): ფიქსირებული 1500 ლარი ;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სატელეფონო (ულიმიტო სასაუბრო, მობ. ინტერნეტი), საწვავის ხარჯების ანაზღაურებას.
ჩვენ უზრუნველვყოფთ თანამშრომლების სწავლება/დატრენინგებას
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, ფოტოსურათით, ელ. მისამართზე: Email / rsline.hr2@gmail.com და მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით აპლიკაციას.
ტექნიკური განათლებაTCP/IPLANაპარატურული უზრუნველყოფაოპერაციული სისტემებიB კატეგორიის მართვის მოწმობაანალიტიკური აზროვნება