საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
One PointHR აუთსორსინგული კომპანია "ვან ფოინთი" ეძებს პარტნიორი ორგანიზაციისთვის საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტს .
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, მოტივირებულ და გამოცდილ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო მომწოდებლებთან ეფექტურ თანამშრომლობას, იმპორტის პროცესების მართვასა და მარაგების ოპტიმალურ დაგეგმვას.
ძირითადი მოვალეობები:
- საერთაშორისო მომწოდებლებთან ურთიერთობის წარმოება;
- პროდუქციის მიწოდების, საფასო პოლიტიკისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მართვა;
- საბაჟო ბროკერებთან თანამშრომლობა იმპორტის ოპერაციების შეუფერხებელი მიმდინარეობისთვის;
- მოთხოვნის პროგნოზირება, უსაფრთხო მარაგის გაანგარიშება და საწყობის დროული შევსება;
- მომწოდებლების ეფექტურობის და შეკვეთის შესრულების ვადების მონიტორინგი;
- მონაცემების ზუსტი ასახვა ERP სისტემებში.
მოთხოვნები:
- საერთაშორისო შესყიდვებისა და იმპორტის მიმართულებით მუშაობის სულ მცირე 2-3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საერთაშორისო ლოჯისტიკისა და საბაჟო პროცედურების ცოდნა;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- ERP სისტემებთან და MS Excel-თან მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ანაზღაურებას + ბონუსურ სისტემას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვების თანხას;
- სატელეფონო ლიმიტს.
სამუშაო ადგილი: ლილო, ლოჭინის ხევი, თბილისი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: Email . სათაურის ველში მიუთითეთ: "საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი".
თქვენი რეზიუმესა და მასში მოცემული პერსონალური მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ HR აუთსორსინგულ კომპანია One Point-ს გადასცემთ უფლებას, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, შეაგროვოს, შეინახოს და დაამუშაოს თქვენი მონაცემები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, გადასცეს ისინი მესამე მხარეს ვაკანტურ პოზიციაზე განხილვისა და დასაქმების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით.