პროექტების კოორდინატორის ასისტენტი
Carwiz Georgia Location: Batumi
Work arrangement: Remote
Employment type: Flexible
Salary: 1500 ₾/month
Published: 26 Sept
Application deadline: 26 Oct
Experience level: Entry level
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია CARWIZ Georgia ( https://www.facebook.com/CarwizGeorgia ) აცხადებს ვაკანსიას პროექტების კოორდინატორის ასისტენტის პოზიციაზე ბათუმში .
კომპანია ახორციელებს 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების თანამშრომლებისა და სტუმრების გადაყვანას დღე-ღამის საათებში, სხვადასხვა კატეგორიის ავტომობილებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მძღოლებისთვის დავალებების მიცემა და მათი კონტროლი;
- სასტუმროებთან ყოველდღიური კომუნიკაცია თანამშრომლების/სტაფის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით მათგან ინფორმაციის მიღება და მძღოლებისთვის გადანაწილება;
- ბათუმის უბნების მიხედვით თანამშრომლების ტრანსპორტში დაჯგუფება;
- კომპანიის მძღოლების მიერ შესრულებული ტრანსფერების რაოდენობის მიხედვით გამოყენებული საწვავის და სხვა სამუშაო დეტალების აღრიცხვა და კონტროლი;
- ყოველკვირეული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel საბაზისო დონეზე ცოდნა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ბათუმის ქუჩების და მისი შემოგარენის მისამართების მაღალ დონეზე ცოდნა;
- სწრაფად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
- კარგი საკომუნიკაციო უნარები;
- რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო ადგილი - ბათუმი (დისტანციური რეჟიმი).
აუცილებელი მოთხოვნაა კანდიდატი ცხოვრობდეს ბათუმში და იცნობდეს ადგილობრივ სპეციფიკას.
სამუშაო საათები - 17:00 - 00:00
კვირაში 5 დღე.
ანაზღაურება: 1500 ლარი .
დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: Email
Excelლოგისტიკაკომუნიკაციადროის მენეჯმენტიბათუმის გეოგრაფიის ცოდნა