წრაფი კვების ობიექტის ოპერატორი

კაფე
Location: მარტვილი
Work arrangement: On-site
Employment type: Temporary
Salary: 1700 ₾/month
Published: 24 Aug
Application deadline: 23 Sept

მარტვილის კანიონის ტერიტორიაზე არსებულ კაფეში ვაცხადებთ ვაკანსიას ს წრაფი კვების ობიექტის ოპერატორის პოზიციაზე.

პოზიცია მოიცავს მომხმარებელთა მომსახურებას, შეკვეთების მიღებასა და პროდუქციის მომზადებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.

სამუშაო ადგილი: მარტვილის კანიონის ტერიტორია

სამუშაო ხანგრძლივობა: 2 თვე

სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების პროფესიონალური და კეთილგანწყობილი მომსახურება და პროდუქციის შესახებ საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
  • შეკვეთების მიღება, სწორად დამუშავება და დროული შესრულება;
  • მენიუში წარმოდგენილი სწრაფი კვების პროდუქტებისა და სასმელების მომზადება კომპანიის სტანდარტებისა და რეცეპტების შესაბამისად;
  • პროდუქციის ხარისხის, ვიზუალური სტანდარტისა და მომზადების პროცესის კონტროლი;
  • სამზარეულოს მცირე ტექნიკისა და პროფესიული აღჭურვილობის უსაფრთხოდ და სწორად გამოყენება;
  • პროდუქციისა და სამუშაო მარაგების კონტროლი, მათი სათანადო პირობებში შენახვა;
  • სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა;
  • გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა და მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
  • გუნდთან კოორდინირებული მუშაობა და სამუშაო პროცესში საჭირო მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

სამუშაო დატვირთვა

სამუშაო პროცესი ხასიათდება სტაბილური და ზომიერი დატვირთვით. ობიექტი საშუალოდ ემსახურება დღეში 20-30 შეკვეთას, რაც საშუალებას იძლევა სამუშაო პროცესი წარიმართოს ორგანიზებულად და ხარისხზე ორიენტირებულ გარემოში, მუდმივი მაღალი ინტენსივობისა და უწყვეტი მომხმარებელთა ნაკადის გარეშე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კვების ობიექტში, სწრაფი კვების ან მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციისა და მომსახურების კარგი უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და მოწესრიგებულობა;
  • სწრაფი სწავლისა და ახალი უნარების ათვისების უნარი;
  • სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მაღალი სტანდარტი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო პროცესში ტექნიკისა და აღჭურვილობის უსაფრთხოების წესების დაცვის პასუხისმგებლობა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00;
  • ფიქსირებული ანაზღაურება: 1200 ლარი ;
  • ბონუსი გაყიდვებიდან: საშუალოდ 500 ლარი თვეში;
  • საცხოვრებელი: უზრუნველყოფს კომპანია;
  • კვება: უზრუნველყოფს კომპანია;
  • სამუშაო ადგილი: მარტვილის კანიონის ტერიტორია — გამორჩეული ბუნებრივი გარემო;
  • დასაქმების ხანგრძლივობა: 2 თვე.

თუ ხარ პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და ორგანიზებული ადამიანი და გსურს სეზონურად იმუშაო ტურისტულ, სასიამოვნო და გამორჩეულ გარემოში, გელოდებით ჩვენს გუნდში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:

მომხმარებელთა მომსახურებაკომუნიკაციაგუნდური მუშაობაჰიგიენური ნორმების დაცვადროის მართვა