სტაჟიორი პროექტების კოორდინატორი
ინფრაკონკომპანია "ინფრაკონ" მოღვაწეობს ინფრასტრუქტურულ სფეროში და აწარმოებს სამშენებლო სამუშაოებს.
ვაკანსია: სტაჟიორი პროექტების კოორდინატორი
კომპანია ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ და ორგანიზებულ ახალგაზრდას, რომელსაც სურს პროექტების მართვის სფეროს პროფესიული შესწავლა.
ძირითადი მოვალეობები:
-
პროექტის მენეჯერების ასისტენცია ყოველდღიურ საქმიანობაში.
-
სამუშაო შეხვედრების ორგანიზება, კალენდრის წარმოება და ოქმების (Minutes of Meeting) მომზადება.
-
პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, აღრიცხვა და ფაილების მოწესრიგება.
-
პროექტის მიმდინარეობის მცირე დავალებების შესრულების მონიტორინგი და სტატუსის განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
-
უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში).
-
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) კარგად ფლობა.
პიროვნული თვისებები:
-
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
-
კარგი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.
-
დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი.
-
ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისებისა და განვითარების სურვილი.
სამუშაო პირობები:
-
სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
-
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
-
ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი
-
ბენეფიტი: სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, განიხილება მუდმივ პოზიციაზე დასაქმების პერსპექტივა.
განაცხადის მიღების წესი:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: Email
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "სტაჟიორი პროექტების კოორდინატორად".