არქი logo

სტაჟიორი - მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტი

არქი
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Internship
Salary: 400-500 ₾/month
Published: 21 Aug
Application deadline: 4 Sept
Experience level: Entry level

კომპანია "არქი" წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ სტაჟიორს (მომხმარებელთან ურთიერთობის დეპარტამენტში) , რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:

  • მომსახურების პროცესში მენეჯერის მხარდაჭერა და მიმდინარე პროცესების მონიტორინგში ჩართულობა;
  • მომხმარებლის მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზაში და CRM-ში;
  • სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ მომხმარებლის დროული ინფორმირება;

სამუშაო განაკვეთი: არასრული გრაფიკი (კვირაში 30 სთ)

სტაჟირების პერიოდი: 6 თვე - დასაქმების პერსპექტივით

ანაზღაურება: 400-500 ნეტ ლარ ი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:

  • საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
  • პროფესიონალებისაგან ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას;
  • პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა სტაჟირების პროგრამამ და გაქვს სურვილი მიიღო გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

Microsoft OfficeCRMმომხმარებელთა მომსახურებამონაცემთა ბაზების მართვა