მარკეტინგის მენეჯერი
აგროჰაბიაგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია " აგროჰაბი " აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებასა და ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
- მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტების სრული ციკლის მართვა - დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შედეგების შეფასება;
- სარეკლამო სააგენტოებთან, სტამბებთან, პარტნიორებთან, დიზაინერებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობა;
- კონტენტის წარმოების პროცესის კოორდინაცია და შესაბამისი საკომუნიკაციო არხების შერჩევა;
- კამპანიებისა და მარკეტინგული აქტივობების შედეგების ანალიზი, პროექტებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა, KPI-ების განსაზღვრა და ანგარიშგების მომზადება;
- პრომო აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
- სასპონსორო შეთავაზებების განხილვა, უკუკავშირის დაბრუნება;
- ღონისძიებების დაგეგმვა და გარე პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა;
- კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესების პროცესში აქტიური მონაწილეობა და ახალი მარკეტინგული ინიციატივების შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- ციფრულ პროდუქტებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- საშუალო და დიდი მასშტაბის მარკეტინგული პროექტებისა და კამპანიების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
- ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- უცხო ენების ცოდნა;
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: Email .
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
მონაცემთა გადატანის უფლება;
ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
თანხმობის გამოხმობის უფლება;
გასაჩივრების უფლება`
შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."