Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 8 Oct
Application deadline: 31 Oct
Experience level: Mid level

შპს " ინტერნაციონალური მაარიფის სკოლები საქართველოში " აცხადებს ვაკანსიას ბაღის მასწავლებლის პოზიციაზე.

კანდიდატს ევალება აღსაზრდელების განათლების პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება თანამედროვე პედაგოგიური მიდგომების შესაბამისად. კანდიდატი უნდა გამოირჩეოდეს პასუხისმგებლობით, ბავშვისადმი სიყვარულითა და გუნდის წევრებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარით.

მდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის N15

ვაკანსიის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

  • სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
  • ბავშვთა ფსიქო-სოციალური და კოგნიტიური განვითარების მხარდაჭერა;
  • ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება და შესაბამისი მიდგომების შემუშავება;
  • თანამშრომლობა მშობლებთან და ადმინისტრაციასთან;
  • დაკისრებული მოვალეობების დროული და კორექტული წარმოება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • განათლება: უმაღლესი განათლება სკოლამდელი განათლების მიმართულებით
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • სასურველია პროფესიული გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • ბავშვებთან კომუნიკაციის უნარი, ემოციური სტაბილურობა და მოთმინება;
  • გუნდური მუშაობის უნარი და მაღალი პასუხისმგებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიულ ზრდასა და განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას.

დაკავშირება:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ;

განაცხადის ბოლო ვადაა: 31.10.2026

სკოლამდელი განათლებაინგლისური ენაკომუნიკაციის უნარიგუნდური მუშაობაპედაგოგიური მიდგომები