ბარმენი

ტურინვესტი
Location: Batumi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 31 Aug
Application deadline: 30 Sept

"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან "არგოში".

ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!

  • ამ პოზიციაზე თქვენი ძირითადი მოვალეობა იქნება ბარის ოპერაციული პროცესის მართვა და სტუმრებისთვის ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბარში წარმოდგენილი სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის;
  • გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება;
  • პროდუქციის და დადგენილი სტანდარტის შესაბამისად შენახვა;
  • ბარში არსებული დანადგარების მოვლა და ინვენტარიზაცია;
  • ბარის სისუფთავისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
  • ნაშთების, მარაგებისა და პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • ბარში არსებული ზოგადი სტანდარტების დაცვა;

ძირითადი მოთხოვნები:

  • ბარმენად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • თავაზიანი;
  • ორგანიზებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

პიროვნული თვისებები

  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კრეატიულობა

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი , ყაფირ შერვაშიძის აღმართი №78
  • სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

ჩვენ გთავაზობთ:

  • კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ტრანსპორტირებას საბაგირო გზით.

გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:

  • კვებითი უზრუნველყოფა
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
  • 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო"
  • ფასდაკლება რესტორან "არგოში"

კომპანიის შესახებ

"ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:

  • მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
  • სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
  • ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
  • საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას

დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც "ტურინვესტ ჯგუფს" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "ტურინვესტ ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ბარმენის გამოცდილებაინვენტარიზაციასერვისიდროის მართვაგუნდური მუშაობაკომუნიკაცია