უმცროსი ელექტრო ინჟინერი

SekkeiPark
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 1000-1800 ₾/month
Published: 21 Aug
Application deadline: 20 Sept

კომპანია " SEKKEI PARK " აცხადებს ვაკანსიას - უმცროსი ელექტრო ინჟინრის პოზიციაზე.

ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს MEP პროექტების განხორციელებაში, აქტიურად ვმონაწილეობთ პროექტის სრულ ციკლში: დაპროექტებაში, შესრულებაში და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოვლასა და გამართულად მუშაობაში.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 (შაბათ-კვირის გარდა);

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მედეა ჩახავას #9.

ანაზღაურება: 1000-1800 (გამოცდილების მიხედვით).

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ელექტრობის მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მოფიქრება და პროექტის მომზადება;
  • არქიტექტურული ნახაზების ანალიზი და კონკრეტული გადაწყვეტილებების განსაზღვრა;
  • გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით;
  • ელექტრობის სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება;
  • ინჟინერ-მემონტაჟეებთან, პროექტ-მენეჯერთან, ჯგუფების ხელმძღვანელებსა და პროექტის განხორციელებაში ჩართულ სხვა პირებთან კომუნიკაცია;
  • შესრულებული პროექტის რევიზია;
  • ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
  • კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • საინჟინრო პროგრამა AUTOCAD-ის ცოდნა;
  • ელექტრო მომარაგების ცალხაზოვანი სქემების შედგენა;
  • განათლება: უმაღლესი განათლება ელექტრო ინჟინერიის მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.

უნარები და თვისებები:

  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
  • მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლიანობა.

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

  • სამედიცინო დაზღვევა;
  • პროფესიული განვითარება;
  • სატელეფონო ხარჯების ანაზღაურება;
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • მზარდი ანაზღაურება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://sekkeipark.com/

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

AutoCADელექტრო ინჟინერიასქემების შედგენატექნიკური ნახაზებიდროის მართვაგუნდური მუშაობა