ბიზნესის განვითარების მენეჯერი

BM Capital
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 2000 ₾/month
Published: 8 Oct
Application deadline: 7 Nov

" BM Capital " - აქტივების მმართველი კომპანიაა. კომპანია დღეს რამდენიმე ინოვაციური პროექტით, ავტომობილების გაქირავების და ტაქსების ბაზარზე ოპერირებს.

მათ შორის არის გაქირავებული ავტომობილების მართვის პროგრამა Taxio.ge და Yandex Go-ს ტაქსოპარკების ინოვაციური CRM სისტემა PayPro.ge, აქ თქვენ დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

ამჟამად ერთ-ერთი ტაქსოპარკისთვის ვეძებთ ენერგიულ, სწრაფ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე, რომელსაც შეუძლია გუნდის მართვა, მძღოლების მოზიდვა და მათთან სწორი კომუნიკაცია.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6

სამუშაო განრიგი: 10:00-დან 19:00-მდე

ანაზღაურება: 2000 ლარი (ნეტ) + ბონუსები ბიზნესის ზრდიდან

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდვების და მხარდაჭერის გუნდის მართვა;
  • თანამშრომლების შერჩევა, აყვანა და კონტროლი;
  • KPI-ების და შედეგების მონიტორინგი;
  • ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება;
  • ახალი იდეების და პროცესების ინიცირება;
  • მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა;
  • ახალი მძღოლების მოსაზიდად სარეკლამო ვიდეოების/კონტენტის შექმნა;
  • მძღოლების მოზიდვის და შენარჩუნების პროცესის გაუმჯობესება;
  • გუნდის მოტივაციის და დისციპლინის შენარჩუნება.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • გაყიდვებში უშუალო გამოცდილება
  • მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი
  • ლიდერული ხასიათი
  • ციფრების ანალიზი
  • კრეატიულობა

რას გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას
  • ბონუსებს ბიზნესის ზრდიდან
  • ზრდის და განვითარების რეალურ შესაძლებლობას
  • სწრაფად მზარდ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
  • გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებას
  • ძლიერ გუნდთან მუშაობას

თუ ფიქრობთ, რომ შეესაბამებით აღნიშნულ ვაკანსიას, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ.ფოსტაზე (ვაკანსიის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ "ბიზნესის განვითარების მენეჯერი":

CV-ში აუცილებლად უნდა იყოს თანდართული ფოტო (ფოტოს გარეშე არ განიხილება).

გუნდის მართვაგაყიდვებიKPI-ების ანალიზილიდერობაკრეატიულობაპრობლემების გადაჭრა