Location: Batumi
Work arrangement: On-site
Employment type: Flexible
Published: 28 Aug
Application deadline: 14 Sept

"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას ფსიქოლოგის თანამდებობაზე.

მომსახურება/პროექტი: მცირე საოჯახო ტიპის სახლი

დასაქმების ტიპი: 30 % დატვირთვა.

ვაკანსია ღიაა: ყველა დაინეტრესებული პირისთვის.

ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;

ადგილმდებარეობა: ქ. ბათუმი , კახაბრის IV, N6

სამუშაო მიზანი:

მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სასიცოცხლოდ აუცილებელი საჭიროებების მოგვარება; მათი რეაბილიტაციის და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობა.

მცირე საოჯახო ტიპის სახლის მიზანია - მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახთან მიახლოებული გარემოთი უზრუნველყოფა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება.

ძირითადი მოვალეობები:

  • თითოეულ ბენეფიციარზე აწარმოებს პირად საქმეს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოავლენს მსტ სახლის აღსაზრდელის ძალადობის შემთხვევას და ინფორმაციას დაუყოვნებლივ გადასცემს მსტ სახლის ლიდერ/აღმზრდელს და პროგრამის მენეჯერს;
  • იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა ძალადობის ფაქტი, აღმზრდელთან, მსტ სახლის ლიდერ/აღმზრდელთან და პროგრამის მენეჯერთან შეთანხმებით უზრუნველყოფს აღსაზრდელს ფსიქოლოგიური დახმარებით;
  • ძალადობის შემთხვევის მართვისას სხვა ჩართულ სპეციალისტებთან ერთად მონაწილეობს ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავებასა და გეგმის განხორციელებაში;
  • იკვლევს ბენეფიციარის აკადემიური ჩამორჩენილობის და ასოციალური ქცევის ფსიქოლოგიურ მიზეზებს და ატარებს შესაბამის საკორექციო მუშაობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში (ჯგუფური და ინდივიდუალური);
  • ხელს უწყობს ბენეფიციარის პოტენციალისა და ინდივიდუალურობის გამოვლენას და ოპტიმალური მიმართულებით წარმართვას;
  • მიმდინარე და ჩატარებული ფსიქოლოგიური სამუშაოების პროგრესის განსაზღვრისთვის იყენებს სხვადასხვა ტექნიკას: ტესტირებას, ინტერვიუს და ა. შ.;
  • საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციას უწევს მსტ სახლის თანამშრომლებს;
  • კონსულტირების გზით დახმარებას სთავაზობს ბენეფიციართა მშობლებს/ოჯახის წევრებს (მათი სურვილის შემთხვევაში);
  • მსტ სახლის ლიდერ/აღმზრდელს და პროგრამის მენეჯერს აწვდის ინფორმაციას პროგრესთან, შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
  • პროგრამის მენეჯერს, შეთანხმებული პერიოდულობით, წარუდგენს წერილობით ანგარიშს შესრულებული სამუშაოს შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ფსიქოლოგი; სასურველია გავლილი ჰქონდეს აღმზრდელის სატრენინგო კურსი, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან);
  • ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება (სასურველია რთული ქცევის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება);
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები, გუნდში მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
  • წერითი და ანალიტიკური უნარები.

პიროვნული მახასიათებლები:

  • სხვა ეროვნების, რელიგიებისა და შეხედულებების მიმართ პატივისცემა;
  • მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი;
  • წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება;
  • პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური;
  • გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა;
  • სასურველია: ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა;
  • ემპათიური.

განსაკუთრებული პირობები:

შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე კანდიდატი ეცნობა ორგანიზაციის "თანამშრომელთა შიდა წესებს და რეგულაციებს", შიდა პოლიტიკის დოკუმენტებს, როგორიცაა: "ქცევისა და ეთიკის კოდექსი", "ბავშვთა და მოწყვლად ზრდასრულთა უსაფრთხოების პოლიტიკა" და სხვ. (პოლიტიკის დოკუმენტები იხ. ვებგვერდზე https://caritas.ge ). შრომით ხელშეკრულებაზე ხელმოწერით კანდიდატი ეთანხმება ორგანიზაციის მიერ დამტკიცებულ ყველა პოლიტიკის დოკუმენტს, შრომითი ხელშეკრულების პირობებს და სამუშაო აღწერით განსაზღვრული თანამდებობრივი ფუნქციების შესრულებას.

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება, გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელ. მისამართზე: ;

გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ სასურველი პოზიცია - "ფსიქოლოგი".

საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის გამოქვეყნების თარიღი: 28.08.26

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 14.09.26

ორგანიზაციის შესახებ:

საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.caritas.ge ; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaSakartvelo ;

ფსიქოლოგიაბავშვებთან მუშაობაკრიზისული სიტუაციების მართვაკომუნიკაციაანალიტიკური უნარებისაოფისე პროგრამები