ოფისის მენეჯერი

Drink Joy
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 800 ₾/month
Published: 7 Oct
Application deadline: 6 Nov

"Drink Joy" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის თანამდებობაზე.

რას გააკეთებ:

თანამშრომლების ადმინისტრირება:

  • გააკონტროლებ თანამშრომლების სამუშაო განრიგს — მოსვლის, წასვლის, შესვენების, შვებულების, Day Off-ისა და გაცდენის აღრიცხვას;
  • მიიღებ შვებულებისა და გაცდენის მოთხოვნებს, გააკონტროლებ შესაბამისი ფორმების შევსებას და თვის ბოლოს მოამზადებ თანამშრომლების აქტივობის რეპორტს;
  • გააკონტროლებ თანამშრომლების ხელშეკრულებებსა და მათ ვადებს;
  • ახალ თანამშრომლებს გააცნობ კომპანიის შინაგანაწესსა და ძირითად ადმინისტრაციულ პროცედურებს.

ოფისის ადმინისტრირება:

  • გააკონტროლებ ოფისისთვის საჭირო ყოველდღიური ნივთების მარაგს და უზრუნველყოფ მათ დროულ შეკვეთას;
  • შეინახავ საოფისე შესყიდვებთან დაკავშირებულ ქვითრებსა და დოკუმენტაციას;
  • ოფისში ტექნიკური ან ადმინისტრაციული საკითხის წარმოქმნის შემთხვევაში დაუკავშირდები შესაბამის პასუხისმგებელ პირს და გააკონტროლებ მის მოგვარებას.

ვის ვეძებთ:

  • ორგანიზებულ ადამიანს, რომელსაც დეტალები არ ეპარება;
  • Excel / Google Sheets-ის საბაზისო ცოდნით;
  • კომპიუტერთან თავისუფლად მუშაობის უნარით;
  • წინა სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ არის — მთავარია, შეგეძლოს ორგანიზებულად მუშაობა და ახალი სისტემების სწრაფად სწავლა.

რას გთავაზობთ:

  • ხელფასი: ₾800 ხელზე ასაღები
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
  • ნათლად განსაზღვრული და სტრუქტურირებული სამუშაო;
  • მზა ფორმები და შაბლონები ძირითადი ადმინისტრაციული პროცესებისთვის;
  • ადმინისტრაციული მართვის პრაქტიკული გამოცდილება.

ამ პოზიციის მთავარი ამოცანაა: თანამშრომლებთან და ოფისთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესები იყოს მოწესრიგებული და მნიშვნელოვანი ვადები — კონტროლის ქვეშ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე: .

ExcelGoogle Sheetsორგანიზებულობაადმინისტრირება