ექსპედიტორი

ჯეო გლობალ ფუდი
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 1700-2000 ₾/month
Published: 5 Oct
Application deadline: 4 Nov

საკონდიტრო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეო გლობალ ფუდი" ეძებს ექსპედიტორს თბილისში. თქვენი ამოცანა იქნება საწყობიდან მიღებული პროდუქციის შემოწმება და სავაჭრო ობიექტებისთვის დროული, ზუსტი და უსაფრთხო მიწოდება.

სამუშაო პირობები:

სამუშაო არეალი: ქ. თბილისი;

საწყობი: გარდაბანი, სოფ. გამარჯვება (დამსაქმებელი უზრუნველყოფს დასაქმებულის ტრანსპორტირებას საწყობამდე)

გრაფიკი: სამშაბათი-შაბათი, კვირაში 5 დღე;

ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1400 ლარი + ბონუსი (ჯამურად დაახლოებით 1700-2000 ლარი)

ტრანსპორტი: კომპანიის საკუთრებაში არსებული სადისტრიბუციო მანქანა

თქვენი ძირითადი ამოცანები:

  • საწყობში გამზადებული შეკვეთების მიღება და პროდუქციის რაოდენობისა და მდგომარეობის შემოწმება.
  • ავტომობილში პროდუქციის განთავსება ისე, რომ დაცული იყოს გადაზიდვისას.
  • შეთანხმებული მარშრუტით პროდუქციის დროული მიწოდება და ობიექტისთვის შეკვეთის მიხედვით ჩაბარება.
  • მიწოდების დოკუმენტებთან პროდუქციის შესაბამისობის შემოწმება და ჩაბარების დადასტურება.
  • დანაკლისის, დაზიანების ან მიწოდების შეფერხების შესახებ პასუხისმგებელი პირის დროული ინფორმირება.

რას ველით თქვენგან:

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა.
  • პროდუქციის დასახელებებისა და შეფუთვების გარჩევა; რაოდენობის ზუსტად დათვლა.
  • პროდუქციის დატვირთვა-ჩამოტვირთვაში მონაწილეობის მზადყოფნა.
  • პუნქტუალურობა, საქონელთან ფრთხილი მოპყრობა და კლიენტებთან თავაზიანი კომუნიკაცია.
  • უპირატესობად ჩაითვლება დისტრიბუციაში, მიწოდების ან სასაწყობო საქმიანობის მიმართულებით გამოცდილება.

როგორ გამოგვეხმაუროთ:

გამოგვიგზავნეთ CV ელფოსტაზე: წერილის სათაურში მიუთითეთ "ექსპედიტორი — თბილისი".

B კატეგორიის მართვის მოწმობაპუნქტუალურობაკომუნიკაციალოგისტიკა