e-commerce სპეციალისტი

რედბერი
Location: Tbilisi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Published: 5 Sept
Application deadline: 5 Oct
Experience level: Entry level

"რედბერი" აცხადებს ვაკანსიას e-commerce სპეციალისტის (ონლაინ შეკვეთები და მომსახურება) თანამდებობაზე.

მოვალეობები: ონლაინ მაღაზიის მომხმარებელთა მომსახურება და შეკვეთის სრული ციკლის წარმოება მიღებიდან ჩაბარებამდე.

პოზიცია სრული განაკვეთია, ორშაბათიდან პარასკევამდე, ოფისში.

ონლაინ გაყიდვების გამოცდილება უპირატესობაა, სავალდებულო არა: გადამწყვეტია მომხმარებელთან კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი.

ანაზღაურება:

ფიქსირებული ხელფასი + პირადი და გუნდური ბონუსი შედეგებზე. ზუსტ თანხას ეიჩარი პირველივე კონტაქტზე გეტყვის, პირდაპირ ჰკითხე.

გრაფიკი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00-დან 19:00-მდე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ოფისი

რას გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ოფიციალური დასაქმება, წერილობითი შრომითი ხელშეკრულება
  • თანამშრომლის ფასდაკლება ჩვენს სამკაულებსა და აქსესუარებზე
  • კარიერული ზრდა
  • ბონუსური სისტემა

რას გააკეთებ:

  • შემომავალი ზარებისა და მიმოწერის დამუშავება Facebook-ზე, Instagram-ში, Messenger-ში, WhatsApp-სა და ელფოსტაზე
  • ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე, ფასზე, მარაგზე, გადახდაზე, მიწოდებაზე, დაბრუნებასა და გარანტიაზე
  • ონლაინ შეკვეთების ყოველდღიური დამუშავება: დეტალების, გადახდისა და მიწოდების მეთოდის შემოწმება, საჭიროებისას დადასტურება ზარით და სტატუსის განახლება
  • შეკვეთის კოორდინაცია მაღაზიებთან, საწყობთან და საკურიერო კომპანიებთან; დაგვიანებული, გაუქმებული და პრობლემური შეკვეთების კონტროლი
  • პრეტენზიების, დაბრუნებისა და გაცვლის მიღება და წესების მიხედვით გადაწყვეტა
  • მიტოვებული კალათისა და დაუსრულებელი გადახდის მქონე მომხმარებლებთან დაკავშირება და დაკარგული გაყიდვის მიზეზის დაფიქსირება
  • პროდუქციისა და ფოტოების ატვირთვა ონლაინ მაღაზიაში (CS-Cart) და მარკეტინგის ბიბლიოთეკაში
  • მოკლე სატელეფონო გამოკითხვების ჩატარება, საჯარო შეფასებებზე პასუხი Google-სა და Facebook-ზე და ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება

ჩვენი მოლოდინი:

  • გამართული ქართული ენა, წერითი და ზეპირი
  • მომხმარებელთან კომუნიკაციის გამოცდილება
  • მიმოწერით გაყიდვისა და მომხმარებლის დარწმუნების უნარი
  • სიზუსტე დეტალებში და შეკვეთის მონაცემების სრული შემოწმება
  • უპირატესობად ჩაითვლება ონლაინ გაყიდვების, მომხმარებელთა მომსახურების, retail-ის ან სამკაულების სფეროს გამოცდილება, ასევე CRM/ERP ან e-commerce პლატფორმაზე მუშაობა

ჩვენს შესახებ:

wegroup 15 წელია საქართველოში სამკაულებითა და აქსესუარებით ვაჭრობს: მაღაზიების ქსელები REDBERRY და MANDARINA, ონლაინ მაღაზიები Myredberry.ge და Mandarina.ge. ექსკლუზიურად წარმოვადგენთ ბრენდებს SOKOLOV, UNOAERRE, NOMINATION, Nature Bijoux და Ori Tao.

როგორ დაგვიკავშირდე:

რეზიუმე აუცილებელი არ არის: სახელი და ტელეფონის ნომერი საკმარისია.

შეავსე განაცხადი: https://careers.wegroup.ge/ndvp/jg

პასუხს იმავე დღეს მიიღებ, ხშირად ერთ საათში.

მომხმარებელთა მომსახურებაგაყიდვებიკომუნიკაციაCS-CartCRMERP