შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

რუსთავის აზოტი
Location: Rustavi
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 1800 ₾/month
Published: 1 Sept
Application deadline: 1 Oct

სს "რუსთავის აზოტი" 2023 წლიდან არის "ინდორამა კორპორაციის" გუნდის წევრი.

სს "რუსთავის აზოტი" წარმოადგენს რეგიონში უდიდეს ქიმიურ საწარმოს, რომელშიც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული და რომელიც ერთადერთი მწარმოებელია სამრეწველო ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების მიმართულებით.

სს "რუსთავის აზოტი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

ლოკაცია: რუსთავი , მშვიდობის ქ #2, რუსთავის აზოტის საწარმო

გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: 1800 ლარი (NET)

ძირითადი მოვალეობები:

1. შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობისა და სტანდარტების შესრულების კონტროლი - უზრუნველყოს საქართველოს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის, კომპანიის შიდა რეგულაციებისა და შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობა.

2. სამუშაო ადგილების უსაფრთხოების მონიტორინგი - რეგულარულად შეამოწმოს სამუშაო ადგილები, ტექნოლოგიური პროცესები, მოწყობილობები და ინფრასტრუქტურა და გამოავლინოს არსებული საფრთხეები და შეუსაბამობები.

3. რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებები - მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ადგილებზე რისკების იდენტიფიცირებაში, შეფასებასა და კონტროლის ღონისძიებების შემუშავებაში.

6. ინდივიდუალური დაცვის საშუალებების კონტროლი - აკონტროლოს თანამშრომლებისთვის შესაბამისი PPE-ის შერჩევა, გაცემის პროცესი, გამოყენება და ტექნიკური მდგომარეობა.

7. უბედური შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა - მონაწილეობა მიიღოს უბედური შემთხვევების, ინციდენტებისა და საშიში შემთხვევების მოკვლევაში, მიზეზების დადგენასა და განმეორების პრევენციის ღონისძიებების შემუშავებაში.

8. უსაფრთხოების დარღვევების გამოვლენა და გამოსწორების კონტროლი - გამოავლინოს დარღვევები, მოამზადოს შესაბამისი რეკომენდაციები/კორექტირებადი ღონისძიებები და აკონტროლოს მათი დროული შესრულება.

9. ანგარიშგებისა და დოკუმენტაციის წარმოება - აწარმოოს შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ჟურნალები, აქტები, ანგარიშები, ინციდენტების ჩანაწერები და სხვა საჭირო დოკუმენტაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა

ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტი)
  • ტრანსპორტირება

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე:

გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შრომის უსაფრთხოებარისკების შეფასებადოკუმენტაციის წარმოებაინციდენტების მოკვლევაორგანიზებულობა