HVAC სერვისის თანამშრომელი

მიდეა
Location: Batumi
Work arrangement: Hybrid
Employment type: Full-time
Salary: 1200+ ₾/month
Published: 25 Sept
Application deadline: 25 Oct
Experience level: Entry level

HVAC სერვისის თანამშრომელი

Midea Group მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციაა, რომელიც ქმნის თანამედროვე, ენერგოეფექტურ და ეკოლოგიურად პასუხისმგებელ გადაწყვეტილებებს შენობებისა და ინფრასტრუქტურისთვის.

Midea Caucasus – ბათუმის ოფისი წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლობას HVAC, ლიფტებისა და სხვა საინჟინრო ტექნოლოგიების მიმართულებით. ჩვენი გუნდი ემსახურება როგორც კერძო, ისე კომერციულ და ინდუსტრიულ პროექტებს.

ჩვენი მისიაა მომხმარებლებს შევთავაზოთ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქცია, არამედ პროფესიონალური ტექნიკური მხარდაჭერა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისი და თანამედროვე საინჟინრო გადაწყვეტილებები.

თუ გსურს გახდე საერთაშორისო ბრენდის პროფესიონალი ტექნიკური გუნდის წევრი, მუდმივად განვითარდე და დაეუფლო თანამედროვე ტექნოლოგიებს, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

ვაკანსიის დასახელება: კომერციული HVAC ტექნიკოსი (ავტორიზებული სერვისი)

სამუშაო არეალი: ბათუმი და დასავლეთ საქართველო (გასვლითი სამუშაოები).

სპეციფიკაცია: კომერციული და ინდუსტრიული HVAC სისტემები.

სამუშაო გრაფიკი:

• ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00 საათი (სრული დღე).

• შაბათი: 10:00 - 14:00 საათი (მოკლე დღე).

ძირითადი მოვალეობები:

• მონიტორინგი: ბრენდის კომერციული მოწყობილობების შემოწმება პირველად ექსპლუატაციაში გაშვებამდე.

• სისტემის გაშვება: HVAC სისტემების პირველადი ექსპლუატაციაში გაშება და საწყისი გამართვა.

• საგარანტიო სერვისი: გეგმური საგარანტიო მომსახურება და მიმდინარე პრობლემების დიაგნოსტირება.

სავალდებულო მოთხოვნები:

• მართვის მოწმობა: B კატეგორია, მინიმუმ 1 წლის აქტიური მართვის გამოცდილებით.

• ენები (მინიმალური ბარიერი): ინგლისური ან რუსული ენის საბაზისო/ტექნიკური ცოდნა

სასურველია (ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად):

• ენები (სასურველი): ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე (უცხოელ პარტნიორებთან და დამკვეთებთან კომუნიკაციისთვის).

• გამოცდილება: მსგავს ან ნებისმიერ სხვა ტექნიკურ სფეროში მუშაობის პრაქტიკა.

• ტექნიკური უნარები: ელექტრონული სქემების წაკითხვა და საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

• დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა;

• დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;

• ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი;

• გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

• მომხმარებელთან პროფესიონალური და თავაზიანი ურთიერთობის უნარი;

• სწავლის, განვითარების და ახალი ტექნოლოგიების დაუფლების მაღალი მოტივაცია;

• ორგანიზებულობა და საკუთარი სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის უნარი;

• სტრესულ გარემოში მშვიდად და შედეგზე ორიენტირებულად მუშაობის უნარი;

• უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის სტანდარტების ზედმიწევნით დაცვის პასუხისმგებლობა.

კარიერული განვითარების პროგრამა

სტაჟირების პერიოდი (1–6 თვე)

• ინტენსიური პრაქტიკული სწავლება;

• საერთაშორისო სტანდარტების გაცნობა;

• ეტაპობრივად მზარდი ანაზღაურება — 1 200 ლარიდან.

სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ

• მუდმივ შტატში დასაქმება;

• ხელფასი განისაზღვრება ცოდნის, კვალიფიკაციისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად ინდივიდუალური შეთანხმებით;

• დამატებითი ბენეფიტების სრული პაკეტი.

თუ არ გაქვთ HVAC სფეროში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ გაქვთ ტექნიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და განვითარების სურვილი — მაშნ ეს ვაკანსია თქვენთვისაა. ჩვენ სრულად ვუზრუნველვყოფთ თქვენს პროფესიულ მომზადებას, პრაქტიკულ გადამზადებასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ტრენინგებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: a.delianidi@emplus.ge

ელ-ფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ: "HVAC ტექნიკოსი - ბათუმი".

HVAC სისტემებიელექტრონული სქემებისაზომი ხელსაწყოებიმართვის მოწმობა Bტექნიკური დიაგნოსტიკაინგლისური ენარუსული ენაპრობლემების გადაჭრატექნიკური მომსახურება