ონის მუნიციპალიტეტის მერია logo

იურიდიული სამსახურის I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი

ონის მუნიციპალიტეტის მერია
Location: ონი
Work arrangement: On-site
Employment type: Full-time
Salary: 1920 ₾/month
Published: 14 Oct
Application deadline: 17 Oct
Experience level: Entry level

ფუნქციები:

  1. სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად, შემოსული კორესპონდენციის საფუძველზე სამართლებრივი აქტების (ბრძანების, დადგენილების, განკარგულების) პროექტების მომზადება. შიდა დანიშნულების ბრძანების პროექტის მერის ხელმოსაწერად დოკუმენტბრუნვის სისტემაში ატვირთვა. მერიის გარეთ, სხვადასხვა ინსტანციაში წარსადგენი ბრძანების პროექტების სამსახურის უფროსის ვიზირებით მერის ხელმოსაწერად ატვირთვა. დადგენილების პროექტისა და თანდართული განმარტებითი ბარათის ადმინისტრაციული სამსახურისთვის დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით გადაგზავნა შემდგომი რეაგირებისთვის. განკარგულების პროექტის საკრებულოში განსახილველად წარდგენა;
  2. ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების თაობაზე შემოსული დოკუმენტაციის განხილვა, ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის შემოწმება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და ხელმოწერა. მერის დავალებით ან მოქალაქის განცხადების საფუძველზე ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების თაობაზე შეთანხმების მომზადება;
  3. მერიის სამსახურების მიერ მომზადებული სხვადასხვა დანიშნულების ცნობების, წერილების ან/და სამართლებრივი აქტების პროექტების დადასტურება/დავიზება;
  4. მოქალაქეთა განცხადებებზე პასუხის წერილების პროექტების მომზადება და სამსახურის უფროსთან ვიზირების შემდეგ მერის ხელმოსაწერად წარდგენა;
  5. სასამართლოში მერიის ინტერესების დაცვის მიზნით სარჩელების მომზადება, შესაბამისი დოკუმენტაციის მოძიება, მერის მინდობილობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლოში წარდგენა და სასამართლო პროცესებში მონაწილეობა. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ინიცირებულ სარჩელებზე შესაგებლების მომზადება, სასამართლოში წარდგენა და სასამართლო პროცესებში მონაწილეობა;
  6. მერის მინდობილობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან დოკუმენტაციის წარდგენა და მერიის ინტერესების დაცვა;
  7. მერიის უფლებამოსილების ფარგლებში, მოთხოვნის შესაბამისად, მერიის სამსახურებისა და მოქალაქეებისთვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა.

---

საკონკურსო თემატიკა:
 საქართველოს კონსტიტუცია
 ევროპული ქარტია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”
 საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”
 საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“
 საქართველოს კანონი ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“.

---

დამატებითი მოთხოვნები:
კომპეტენციები:

  • გუნდური მუშაობა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • კომუნიკაცია მოქალაქეებთან;
  • ინფორმაციის შეგროვებისა (და გაცემის) უნარი;
  • დროის ეფექტიანი მართვა.

---

დამატებითი ინფორმაცია:

  1. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატმა განაცხადი უნდა წარადგინოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: www.vacancy.hr.gov.ge.
  2. კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა ატვირთოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
  3. აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა.
  4. საბუთები წარდგენილი უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთის შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა).
  5. კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს ვაკანსიის მოთხოვნებს. მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში კანდიდატი ვერ გადავა შერჩევის მომდევნო ეტაპზე.
  6. კონკურსი მოიცავს განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებასა და საკონკურსო კომისიასთან გასაუბრებას.
  7. გასაუბრების ადგილის, თარიღისა და დროის, აგრეთვე კონკურსის შედეგების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მათ მიერ განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ან/და ტელეფონის ნომერზე.
  8. კონკურსში მონაწილეობის მიზნით განაცხადის წარდგენით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში განსაზღვრულ ფუნქციებსა და პირობებს. კანდიდატის მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კონკურსის მიზნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

---

კატეგორია: იურიდიული
ხელფასი: 1920 ლარი
ლოკაცია: ონი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ადგილების რაოდენობა: 1
გამოსაცდელი ვადა: 12 თვე
მინიმალური განათლება: უმაღლესი განათლება
კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word - - კარგი; Microsoft Office Excel - - კარგი
კონკურსის ეტაპები: გასაუბრება

სამართლებრივი აქტების მომზადებასასამართლო წარმომადგენლობახელშეკრულებების ანალიზიMicrosoft Officeიურიდიული კონსულტაციაადმინისტრაციული სამართალი